სამკურნალო რეცეპტები, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს.
შაქრიანი დიაბეტი მიეკუთვნება ისეთ ქრონიკულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს. მსოფლიოში დაახლოებით 260 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით. დიაბეტი წარმოადგენს მოკვდავობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. შაქრიანი დიაბეტ მეტაბოლური ხასიათის პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდებაქრონიკული ჰიპერგლიკემიითა და ნახშირწყლების, ცხიმებისა და პროტეინების მეტაბოლიზმის დარღვევით.
ხალხური მედიცინის რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის დროს:
ხალხური მედიცინის რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის დროს:
- 15 გრ მრავალძარღვას თესლს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და ადუღეთ 5 წთ, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 150 მლ 3 - ჯერ დღეში.
- მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ჭარხლის წვენი 4 - ჯერ დღეში.
- აიღეთ ოროვანდის ფესვი - 20 გრ, ლობიოს ჭოტი - 20 გრ, მოცვის ფოთოლი - 20 გრ, კაკლის ფოთოლი - 20 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 5 წთ. მიიღეთ დღის განმავლობაში 150 მლ 3 - ჯერ დღეში.
- გაზაფხულზე, ყოველდღე მიირთვით ერთი ცალი ტობინაბური (მიწის მსხალი ).
- 1 ს/კ ორკბილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თბილ ადგილას 12 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- 20 გრ ბერულას ხმელ, დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წთ. დაბალ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- 20 გრ ბერულას ხმელ, დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წთ. დაბალ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- აიღეთ ბაბუაწვერას ფოთოლი - 50 გრ, მწვანე ხახვი - 40 გრ, ჭინჭრის ფოთოლი - 50 გრ. ბაბუაწვერას ფოთლები წინასწარ დაალბეთ მარილიან წყალში 10 -15 წუთით, რომ სიმწარე გაუვიდეს. ყველა კომპონენტი აურიეთ, მოაპკურეთ ლიმონის წვენი, დაასხით 1 ს/კ მცენარეული ზეთი.