თუ თვალზე ლიბრი გადაგეკრათ და მხედველობა გაგიუარესდათ...
მოგიყვებით, როგორ მოვიცილე თვალზე გადაკრული ლიბრი.
თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ ექიმთან არ მივსულვარ, გადავწყვიტე, შინ ხალხური წამლებით მემკურნალა. ხალხური მედიცინის შესახებ უამრავი წიგნი გადავიკითხე და მივაგენი კიდეც არაჩვეულებრივ საშუალებას. აი ეს რეცეპტი:
თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ ექიმთან არ მივსულვარ, გადავწყვიტე, შინ ხალხური წამლებით მემკურნალა. ხალხური მედიცინის შესახებ უამრავი წიგნი გადავიკითხე და მივაგენი კიდეც არაჩვეულებრივ საშუალებას. აი ეს რეცეპტი:
- 1 ჩაის კოვზ გახეხილ ხახვს დაასხით 100 გ ცხელი რძე, 6 საათს გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და შეინახეთ. ჩაიწვეთეთ თვალში თბილ-თბილი, 1-2 წვეთი კვირაში 1-2-ჯერ.
თუ მხედველობა გაგიუარესდათ: - ავიღოთ 200 გრამიანი ბოთლი დისტილირებული წყლით. წყალი დავტოვოთ მხოლოდ მესამედი. ამავე ბოთლში ჩავუმატოთ მაისის თაფლი - ისიც ერთი მესამედი, დავასხათ აგრეთვე ერთი მესამედი ალოეს წვენი. თაფლი თუ არ შევაცხელეთ, იხსნება 10 დღის განმავლობაში. წამლის სწრაფად მომზადებისთვის შეგიძლიათ ბოთლი ხსნარით შეათბოთ ცხელი წყლის აბაზანაში ჩადგმით. ცხელი წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუს ცელსიუსს, ვინაიდან ამაზე მეტ ტემპერატურაზე თაფლი კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. მას შემდეგ რაც თაფლი გაიხსნება, თვალის წვეთები, მზადაა. ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი ორივე თვალში დილით და საღამოს. წამლის ხმარებიდან 3-4 თვის შემდეგ, შესაძლოა უფრო ადრეც, იგრძნობთ მხედველობის გაუმჯობესებას.
კიდევ ერთი რეცეპტი მხედველობის გასაუმჯობესებლად: - 1 ს/კ კორდისკბილა ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 სთ. ოთხად დაკეცილი სახვევი გაჟღინთეთ ამ ბალახის ნაყენით და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. კომპრესი გაიჩერეთ 15-20 წთ. გარდა ამისა, სვით ეს ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში.