რეკომენდაციები ეპიდემიური პაროტიტის (ყბაყურა) სამკურნალოდ
პაროტიტი - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება როგორც ჯირკვლების, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადება შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ ასაკში.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 19 - 21 დღე, შემდეგ დაავადება იწყება ყურისუკანა ლიმფური ჯირკვლის შესიებით და მე 3 - 4 დღეს გადადის მეორე ყურისუკანა ჯირკვალზე, ყბისქვეშა ჯირკვალზე და ა.შ. დაავადება გადამდებია დასაწყისიდან ბოლომდე (ჯირკვლების შესიების თითქმის სრულ გაქრობამდე ).
პროცესში შეიძლება ჩაერთოს საკვერცხეები, სათესლე ჯირკვლები და კუჭუკანა ჯირკვალიც კი. ყბაყურა შეიძლება გართულდეს ნეფრიტით, მენინგიტით, ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტით და სხვა დაავადებებით.
დაავადებას წინ უძღვის სისუსტე, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, ხახის სიწითლე და უმეტესად იწყება ტემპერატურის მომატებით 38 - 39 გრადუსამდე, აღინიშნება მსუბუქი შემცივნება. პირველ დღეებში შესიება ჩნდება ყურის წინ, შემდეგ კი ვრცელდება უკან და ქვემოთ.
რეკომენდაციები
არ შეიძლება ბავშვს მივცეთ ასპირინი ამან შეიძლება სერიოზული გართულება გამოიწვიოს. უკუნაჩვენებია ასევე მჟავე საჭმელი და სასმელი, მაგალითად ციტრუსები ან ციტრუსის წვენი.
ყბაყურის პროფილაქტიკა წარმოადგენს დაავადებულის იზოლაციასა და ვაქცინაციას.

- წოლითი რეჟიმი, რძის პროდუქტებისა და მცენარეული დიეტა;
- სითბო, გულმოდგინე მოვლა;
- შესიებულ ჯირკვლებზე წაუსვით იოდის ან იხტიოლის მალამო, ქაფურის ზეთი, მაგრამ შეზელვა საჭირო არაა;
- პირში გამოავლეთ ბორის მჟავის ან მარგანეცის სუსტი ხსნარი;
- ყურის ჩირქოვანი ანთების წარმოქმნისას, გამორეცხეთ იგი გვირილის თბილი ნაყენით ( 1 ჩ/კ 1 ჭიქა მდუღარეზე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ);
- მუდმივად დაადეთ მშრალი კომპრესები შესიებულ ყურისუკანა ჯირკვლებზე;