ყურადღება! თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეფუთოთ ის თბილად

ყურადღება! თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეფუთოთ ის თბილად
ტემპერატურის მომატება ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომია. იგი არა დაავადება, არამედ საშიშრობის შესახებ შეტყობინების განსაკუთრებული სისტემაა. ის იძლევა ნიშანს იმის შესახებ, რომ ორგანიზმი ებრძვის რაღაც ინფექციას. ამნაირად ორგანიზმი თვითონ ასტიმულირებს თავის თავს, გამოიმუშავებს რა ამ დროს ნივთიერებებს, რომლებიც შეებრძოლებიან დააავადების გამომწვევებს.

ყურადღება! - არ შეიძლება ავადმყოფი ბავშვის შეფუთვა, არ შეიძლება დააფაროთ ზედმეტი საბანი, ჩააცვათ თბილი წინდები და სვიტერი. ასე თქვენ მხოლოდ აუმაღლებთ სხეულის ტემპერატურას.
არ იჩქაროთ სიცხის დამწევი საშუალებების მიცემა. ტემპერატურის დასაწევად სცადეთ კიტრის, პირშუშხას, კარტოფილის, ხახვის გამოყენება.
ზოგჯერ მაღალი ტემპერატურა უბრალოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვს აკლია სითხე. ჩვილ ბავშვს არ შეუძლია ითხოვოს წყალი, ის იწყებს ყვირილს, ზოგჯერ კი სისუსტისგან ყვირილიც არ შეუძლია, ამიტომ ბავშვს უნდა შევთავაზოთ იმდენი სითხე, რამდენის დალევაც მოუნდება და ეს, რაც შეიძლება, ხშირად უნდა გავაკეთოთ. ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნებია: ლორწოვანი გარსების სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება ( ბავშვი შარდავს ცოტას ).

რეცეპტები:
  • გამოწურეთ ერთი ჭიქა ახალი კიტრის წვენი, ნახევარი ჭიქა მიეცით ბავშვს დასალევად, დანარჩენით კი დაუზილეთ მას სხეული.

  • გახეხეთ წვრილ სახეხზე პირშუშხა და შეურიეთ მას მარილი და სუფრის ძმარი (1:1:1). მიღებული ნარევი შეახვიეთ ბამბის ხელსახოცში და 5 წუთით დააფინეთ ბავშვს ტერფებზე.

  • აიღეთ ორი ცალი უმი კარტოფილი, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაუმატეთ 1 ს.კ სუფრის ძმარი, მიღებული მასა გაახვიეთ ქსოვილის ნაჭერში ან რამოდენიმე ფენა დოლბანდში. ეს კომპრესი 10 წუთით დაადეთ ბავშვს შუბლზე.

  • გახეხეთ წვრილ სახეხზე ერთი თავი ხახვი და შეურიეთ ბრინჯის ნახარში ( ერთ ჭიქა ბრინჯზე 7 ჭიქა წყალი და 1 ს/კ პიტნის ხმელი ბალახი ). გაწურეთ და მიეცით ბავშვს ყოველ ორ საათში დესერტის კოვზით.

  • დაასხით 2 ჭიქა მდუღარე 2 ს/კ ტყის ჟოლოს (გამხმარ ნაყოფს ), დააყენეთ 1 სთ. მიეცით ბავშვს დასალევად, როგორც ჩაი, რამდენსაც მოითხოვს. როგორც კი ბავშვი გაოფლიანდება, ის მაშინვე უნდა შევამშრალოთ პირსახოცით და ჩავაცვათ მშრალი თეთრეული. ზოგჯერ ამის გაკეთება მოგვიწევს 4 - 5 - ჯერ ღამის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი