თაფლი და ბავშვის ლოგინში მოშარდვის მიდრეკილება, მარტივად გაუმკლავდით ამ პრობლემას...
ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ბავშვის მიერ ლოგინში მოშარდვის მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალება თაფლია. თუ ბავშვი ლოგინში შარდვას აგრძელებს სამი წლის ასაკის შემდეგ, ეს უკვე პრობლემა ხდება, მაგრამ ეს ერთ - ერთი ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც უსიამოვნებას აყენებს არა მარტო ბავშვს, არამედ ოჯახის ყველა წევრს.
როგორც წესი, ლოგინში შარდავენ ადვილად აღგზნებადი ბავშვები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან. ორ წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობას შეუძლია მოაწესრიგოს შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში და კიდევ რამდენიმე თვეში მათი უმრავლესობა თავს ანებებს ლოგინში ღამით შარდვას. ბავშვი საერთოდ შეიძლება ლოგინში შარდავდეს მას შემდეგაც, რაც საშარდე ბუშტის რეგულარული მუშაობა უკვე მოწესრიგებულია. ზოგჯერ ეს უნებურად ხდება წინანდელი ჩვევის ძალით; ზოგი ბავშვი ლოგინში შარდავს დაწოლის შემდეგ პირველი საათის განმავლობაში, სხვებს ეს მოსდით დილით, ზოგს ეღვიძება მოშარდვის დროს, ან უმალვე მის შემდეგ. სხვებს ამ დროს სძინავთ, არ ეღვიძებათ. როცა დილით ბავშვი იღვიძებს, ლოგინი შეიძლება მშრალი იყოს, ძალიან ხშირად ბავშვი შარდავს ძილის დროს. მაგალითად, ბავშვს ესიზმრება, რომ ღამის ჭურჭელზე ზის, ან სხვა შესაფერ ადგილას იმყოფება და შარდავს.
ასეთი ბავშვები თითქმის ყოველთვის ნერვიულნი არიან. შესაძლოა ისინი ფრჩხილებს იკვნეტდნენ, თითს იწოვდნენ და ყოველნაირად ავლენდნენ გაღიზიანებას. ზოგჯერ მათ ინფანტალური მეტყველება აქვთ.

- ხალხური მედიცინა იმ წესებს, რომლებიც ლოგინში მოშარდვის ჩვევას შველის, ორ ტიპად ჰყოფს: პროფილაქტიკად და აქტიურ თერაპიად. ზოგჯერ შველის, პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც შარდის გამოყოფის რეგულირების მცდელობაში მდგომარეობს. იგი უნდა დავიწყოთ დაახლოებით 1 წლის ასაკში. ბავშვს ღამის ჭურჭელზე სვამენ დროის თანაბარ პერიოდებში (გარკვეულ საათებში). მაგალითად, ძილის შემდეგ, ჭამის შემდეგ, ჯერ ყოველ სამ საათში, ხოლო შემდეგ უფრო იშვიათად, შარდის გამოყოფის რეგულირების გაუმჯობესების მიხედვით. ორი წლის ასაკში. უმეტესობა ითხოვს ჭურჭელზე დასმას.
- აქტიური თერაპიის მიზანია ისეთი სამკურნალო საშუალების პოვნა, რომელსაც შეუძლია არა მარტო მიიზიდოს და შეიკავოს წყალი, არამედ ამავე დროს დამამშვიდებლადაც იმოქმედოს ბავშვის ორგანიზმზე. ასეთი საშუალება უნდა გამოდგეს მკურნალობის ხანგრძლივი კურსისითვის და ბავშვს ზიანი არ უნდა მიაყენოს.
ხალხურ მედიცინას მიაჩნია, რომ თაფლი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს, თავისი ჰიგროსკოპულობის გამო თაფლს შეუძლია ჰაერიდან მიიზიდოს ნესტი და მისი კონდენსაცია მოახდინოს. სინესტის მიზიდვის ყველაზე დიდი უნარი აქვს ლევულოზას. თაფლის ეს უნარი შეიძლება შევამჩნიოთ თაფლზე გამომცხვარი პურისა და საკონდიტრო ნაწარმის მაგალითზე. ეს ნაწარმი ყოველთვის რამდენადმე ტენიანია და დიდხანს ინარჩუნებს საგემოვნო ღირებულებებს. ჰიგროსკოპოულობასთან და წყლის კონდენსირების უნართან დაკავშირებით თაფლი არ უნდა შევინახოთ მაცივარში და სარდაფში. შენახვისთვის უფრო შესაფერისია მშრალი, გრილი და მჭიდროდ დახურული ჭურჭელი. - თაფლი ბავშვის ორგანიზმში დაიკავებს წყალს ძილის დროს და თავიდან ააცილებს ლოგინში მოშარდვას. ხალხური მედიცინა ასე გვირჩევს: მიეცით ბავშვს ღამით ერთი ჩაის კოვზი თაფლი. თაფლი ორმაგად მოქმედებს - იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და მეორე მხრივ, იზიდავს და აკავებს სითხეს ძილის დროს და ერთგვარად ამცირებს თირკმელების დატვირთვას.
თაფლის ამ მიზნით ხანგრძლივად გამოყენების დროს თქვენ ისწავლით როდის უნდა მისცეთ იგი ბავშვს. მაგ: ბავშვთა ზეიმზე ყოფნის შემდეგ, როცა ნერვული სისტემა აღგზნებულია, მას კარგი დასვენება სჭირდება და ამ დროს ჩაის კოვზი თაფლი ღამით სასარგებლოდ იმოქმედებს.