ვუმკურნალოთ გლომერულონეფრიტს ხალხური რეცეპტებით
წლების განმავლობაში ოჯახში თირკმლის პათოლოგიით დაავადებულების მკურნალობა მიწევდა. ჩემს მეუღლეს გლომერულონეფრიტი ჰქონდა, დედამთილს - პიელონეფრიტი და კენჭები საშარდე გზებში. სწორედ ამიტომ დავიწყე ხალხური მეთოდებით ამ დაავადებების მკურნალობის შესწავლა. რასაკვირველია, ექიმის დახმარებითა და რჩევით. მე ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს თირკმელები, ამიტომ დილაობით იმდენად შეშუპებული სახით ვიღვიძებდი, გეგონებოდათ, მთელი ღამე სმაში გავატარე.
ზოგჯერ სამსახურში წასვლაც კი მერიდებოდა. ამიტომ დროდადრო შეშუპების საწინააღმდეგო ნიღბების კეთება მიწევდა. მაგრამ კოსმეტიკური საშუალებები იმდენად არ მშველოდა, როგორც დასალევი. ალბათ იმიტომ, რომ პრობლემა ჩემს ორგანიზმში იყო. ადრე ვიღებდი შვიტას ან არყის ხის ფოთლების ნახარშს, შემდეგ მასწავლეს მცენარეული ნარევის მომზადება და ძალიან მიშველა. თუ წინათ შეშუპებული სახე დღის ბოლომდე არ მიცხრებოდა, ახლა ეს პრობლემა აღარ მაწუხებს.
ვუმკურნალოთ გლომერულონეფრიტს

- გლომერულონეფრიტის დროს გაფცქვენით ვაშლი და გაახმეთ. შემდეგ დაფქვით და მისგან მოამზადეთ ნაყენი. მიიღეთ თითო ჭიქა სამჯერ დღეში.
- დააყენეთ ასკილის ნაყენი (კურკების გარეშე) და მიიღეთ ორი ჭიქა.
- თირკმელების დაავადების დროს მიირთვით გოგრის თესლისგან მომზადებული ჩაი.
- დაფქვით 200 გრამი სელის თესლი, გააკეთეთ მშრალი კომპრესი და დაიდეთ მტკივან ადგილას.