ძალიან ვემადლიერები ამ მცენარის ნაყენს, ის ხსნის თირკმელების ტკივილს და ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულოდ გამოდევნას!
თირკმლის ექოსკოპიამ და ანალიზებმა აჩვენა, რომ ჩემს მეუღლეს თირკმლებში ოქსალტური კენჭები ჰქონდა. ექიმმა უთხრა, ეს ორგანიზმში მჟაუნმჟავას კალციუმიანი მარილების ჭარბად დაგროვების შედეგიაო. დაუნიშნა დიეტა, რაციონიდან ამ მჟავის უხვად შემცველი მჟაუნას, ბარდის ამოღება, ხოლო ორგანიზმიდან მჟაუნმჟავას მარილების გამოსადევნად - ვაშლის, კომშის, მსხლის, ყურძნის შეტანა. მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. დავიწყეთ ოქსალატური მარილების გამოსადევნი მცენარეული საშუალებების ძებნა. მეუღლეს ვასმევდი კამის, პიტნის, ბირკავას ნაყენს - ამ მცენარეთა ნაყენი აგლუვებს ოქსალატური კენჭების კონტურებს, ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულოდ გამოსვლას.
განსაკუთრებით ეფექტიანი გამოდგა ბრტყელეკალა. ეს მცენარე ძალიან ძლიერი შარდმდენი ყოფილა.
1 ს/კ გამხმარ ბრტყელეკალას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით, გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ჩემს მეუღლეს საკმაოდ დიდი ზომის კენჭები ჰქონდა და რამდენიმე პატარაც. პატარები გაქრა, ხოლო დიდები - მნიშვნელოვნად დაპატარავდა. ტკივილი, რომელიც გამუდმებით აწუხებდა, საერთოდ მოეხსნა.
ექიმის კომენტარი:
მცენარის ქიმიური შემადგენლობა ცუდადაა შესწავლილი. აქვს მწარე გემო, ბრტყელეკალას პრეპარატები ნაკლებტოქსიკურია. ხანგრძლივი მიღების დროსც კი არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. დიდი დოზით მიღებისას მცენარე თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მცირე დოზით კი აღაგზნებს. ბრტყელეკალას აქვს გულის მატონიზებელი ეფექტი, ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას, ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას, აქვს სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული მოქმედება. სამკურნალოდ გამოიყენება ბრტყელეკალას ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი. მათ იყენებენ რევმატიზმის, გაცივების, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებების, ხველის, ბრონქული ასთმის, ჰემოროის, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის, ტეტანუსის, ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების, კანის კიბოს სამკურნალოდ.