პიელონეფრიტის სამკურნალო ხალხური მეთოდები
ჩემს შვილს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზამთრის ერთ ცივ დღეს იგი სკოლიდან გაყინული დაბრუნდა. სიცივე მთელ სხეულში ჰქონდა გამჯდარი. ვასვი ცაცხვის ჩაი, ფეხები თბილ აბაზანაში ჩავაყოფინე. დავიზილე, მაგრამ არაფერმა უშველა. საღამოს სიცხე უკვე 39 გრადუსზე მაღალი ჰქონდა, შემცივნებას წელის ძლიერი ტკივილიც დაერთო. მეორე დილით თვალებიც შეუშუპდა. რას ვიზამდი, გამოვიძახე უბნის პედიატრი. მან მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოზით საავადმყოფოში გაგვეგზავნა. იქ კარგა ხანს ვიმკურნალეთ ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, პერიოდულად ამის შემდეგაც ვიტარებდით მკურნალობის კურსს, მაგრამ ქრონიკული ნეფრიტი მაინც ჩამოყალიბდა. დროდადრო ბავშვს ექიმის დანიშნულებასთან ერთად, მისივე რჩევით, ბალახეულ პრეპარატებსაც ვაძლევდი. ასეთი მკურნალობა მართლაც ძალიან მოუხდა ჩემს ბიჭუნას. მინდა, ამ ხალხური მეთოდების საიდუმლო თქვენც გაგანდოთ:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი დათვისყურა ( დათვისკენკრა), დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. კარგია გლომერულონეფრიტის დროსაც.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი დათვისყურა, დაასხით სამი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ და დატოვეთ ნელ ცეცხლზე, სანამ თიხის მესამედი არ აორთქლდება. მიიღეთ სამ ულუფად დღის განმავლობაში.
- 30-50 გ მინდვრის შვიტას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. კარგი იქნება, თუ აბაზანებსაც გაიკეთებთ.
- 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ სამყურას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.