გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ზოგიერთ სამკურნალო მცენარეთა და ნაკრებთა მიღებისას

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები  ზოგიერთ  სამკურნალო მცენარეთა და ნაკრებთა მიღებისას
იმ უარყოფით მოვლენებს, რომლებიც წარმოიშობა სამკურნალო მცენარეებისა და მათი პრეპარატების გამოყენებისას, მიღებულია ეწოდოს გვერდითი მოქმედებები ან გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განპირობებულია პრეპარატის ხანგრძლივი მიღებით, დოზის გადამეტებით ან ამ თუ იმ მცენარის მიმართ ინდივიდუალური მდგომარეობით, თანთან ქრება დოზის შემცირებით ან მოცემული სამკურნალო ნედლეულისგან დამზადებული პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სამკურნალო ავრანი
ავრანის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს შეუკავებელი ღებინება.

გაზაფხულის ადონისი (ცხვირისატეხელა)
ადონისმა შეიძლება გამოიწვიოს დისპეპსიური მოვლენები.

ჭაობის კოთხუჯი
ჭაობის კოთხუჯის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება.

ალოე
შესაძლოა განვითარდეს პერისტალტიკის დათრგუნვა, მსხვილი ნაწლავის ანთებითი, მზირე მენჯის ორგანოებში სისხლის მოზღვავება. ალოეს სპირტიანი ნაყენი უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის დროს.

წყლის იელი
წყლის იელის დოზის გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს აგზნებადობა, მძიმე შემთხვევებში კი ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა. იგი უკუნაჩვენებია ორსულთათვის. მისმა მიღებამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება.

ლენცოფა
ლენცოფას ფოთლების ნახარშის ან ნაყენის მიღება უკუნაჩვენებია გლაუკომის, პარიქსიზმული ტაქიკარდიის, მოციმციმე არითმიის, ექსტრასისტოლიის, ნევროზების, ფსიქოზების, ჰალუცინაციების, ჰიპერტონული დაავადების, ეპილეფსიის, ჰიპოაციდური გასტრიტის, დაქვეითებული სიმჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების, შეკრულობის, სამშობიარო მოქმედების სისუსტის დროს.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი