ამ 2 ინგრედიენტისგან შემდგარი ხალხური რეცეპტი გრიპს თვალის დახამხამებაში განკურნავს

ამ 2 ინგრედიენტისგან შემდგარი ხალხური რეცეპტი გრიპს თვალის დახამხამებაში განკურნავს
გრიპი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზების მწვავე ინფექცუირ დაავადებას მიეკუთვნება. ცნობილია, რომ ნიორი ერთერთი ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებაა. უხდება გულის დაავადებებს, ნაწლავებს, ებრძვის ინფექციებს, ზედმეტ წონას. რეცეპტი, რომელსაც FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ, გაცივების დროს უებარია და დაგიცავთ ყოველგვარი ინფექციისაგან:

ინგრედიენტები:
  • ¼ ჩაის კოვზი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. გახეხილი ნიორს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, კარგად გადაურიეთ და მიიღეთ დღის მანძილზე 1- 2 ჯერ.
  2. ეს რეცეპტი ასევე ხელს უწყობს გაცივების სეზონის წინ იმუნური სისტემის მოძლიერებას.


ექიმის კომენტარი: ნიორი მართლაც მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, ნაღვლის სეკრეციას, ასტიმულირებს გულის მუშაობას და აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს.
ნიორი გამოიყენება რესპირატორული დაავადებების ეპიდემიათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ნივრის დადებითად მოქმედება გულის მუშაობაზე არის ნივთიერება ალიცინის დამსახურება, რომელიც ნიორს მისთვის დამახასიათებელ მკვეთრ სუნს აძლევს. ალიცინის ნაწილაკები რეაქციაში შედის სისხლის უჯრედებთან - ერითროციტებთან. შედეგად წარმოიქმნება გოგირდწყალბადი, რომელიც ამცირებს სისხლძარღვების კედლის დაჭიმულობას. თუმცა ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ნივრის საფუძველზე დამზადებული საკვებიდანამატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"