ზოგიერთი სამკურნალო მცენარისა და მათი ნაკრების გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

ზოგიერთი  სამკურნალო მცენარისა და მათი  ნაკრების  გვერდითი  მოვლენები და უკუჩვენებები
გვერდითი მოვლენები ეწოდება უარყოფით გამოვლინებას, წარმოქმნილს სამკურნალო მცენარის ან მისგან დამზადებული პრეპარატის გამოყენებისას.
გვერდითი მოვლენა რომელიც გამოწვეულია ამა თუ იმ მცენარის ხანგრძლივი გამოყენებით, პერედოზირებით ან ინდივიდუალური მგრძნობელობით, თანდათანობით ქრება დოზის შემცირებით ან მკურნალობის შეცვლით.

ხეპილპილა
ხეპილპილას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს შეუჩერებელი ღებინება.

გაზაფხულის დევსურა
გაზაფხულის დევსურამ შეიძლება გამოიწვიოს დისპეპსიური მოვლენები.

კოთხუჯი
კოთხუჯის მიღებისას შეიძლება ადგილი ქონდეს გახშირებულ დეფეკაციას.

ალოე
პერისტალტიკის გაძლიერება, შეიძლება მსხვილი ნაწლავის ანთება განვითარდეს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლდენა. ალოეს ნაყენი უკუნაჩვენებია ფეხმძიმეებში.

წყლის იელი
წყლის იელის პერედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს აღგზნებადობა, მძიმე შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა. წყლის იელი უკუნაჩვენებია ფეხმძიმეებში. მისმა მიღებამ ასვეე შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება.

ნეგო
შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შეგუბებითი მოვლენები ღვიძლში.

კუნელი
კუნელის გამონაწვლილი უკუნაჩვენებია ჰიპერტონიის და კოლაფსის დროს, მისი მიღება შეიძლება განვითარდეს მოთენთილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავის ტკივილი. თავის დაღწევა ამ მდგომარეობიდან შეიძლება 1 - 2 ჭიქა მუქი ჩაის მიღებით.

კატაბალახა სამკურნალწამლო
კატაბალახას პრეპარატები უკუნაჩვენებია დეპრესიის და გლომერულონეფრიტის მძიმე ფორმების დროს ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შეინიშნება - შინაგანი ორგანოების მოქმედების მოდუნება, თავის ტკივილი, გულისრევა, აგზნებადობა, გულის მუშაობის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. პერედოზირების სიმპტომების თავიდან ასაშორებლად საჭიროა 1 - 2 ჭიქა ჩაის ან ყავის დალევა.
სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი