ჩემმა მეგობარმა, რომელიც სახალხო მკურნალების შთამომავალია, მირჩია როგორ მემკურნალა ნაღვლის ბუშტის ანთებისთვის
რაც თავი მახსოვს, ნაღვლის ბუშტი სულ მაწუხებდა. ექიმთანაც ვიყავი, გამოკვლევებიც ჩავიტარე. ნაღვლის ბუშტის ანთბის დიაგნოზი დამისვეს. ცხადია, კლინიკიდან ისე არავინ გამომიშვა, რომ მკურნალობის სქემა არ ჩამოეწერათ ორ თაბახის ფურცელზე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც სახალხო მკურნალების შთამომავალია, ბებიის დავთარი გადმოიღო და უამრავი სამკურნალო რეცეპტი შემომთავაზა. რომლებმაც მართლაც მარგო.
- აირეთ 1 კგ თაფლი, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ლიმონი (2 ცალი უნდა გავფცქვნათ, 2 კი კანიანად გამოვიყენოთ). ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და კარგად ავურიოთ თაფლსა და ზეითუნის ზეთში. მოვათავსოთ მინის დახურულ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. მიღების წინ კარგად მოვურიოთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.
ეს არის ერთი კურსის სამყოფი დოზა-ანუ, კურსი გრძელდენა მანამ, სანამ ნარევი გათავდება. წლის განმავლობაში სასურველია 4 ასეთი კურსის ჩატარება. - ღვიძლის დამცავ მცენარეებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ყირღანს. მისი ნაყენი ასე მზადდება: მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გაფილტრეთ და შეავსეთ საწყის მოცულობამდე მდუღარე წყლით. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ნაყენი ინახება მაცივარში, არა უმეტეს 2 დღისა. უნდა სვათ თვეზე მეტხანს.
- ნაღვლის დენას ბაბუაწვერას ფესვების ნაყენიც არეგულირებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს (შეიძლება მთელი ბალახის გამოყენებაც) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში, რომ ადუღდება, გააჩერეთ კიდევ 3 წუთი, მერე ცეცხლიდან გადმოდგით და თავდახურულ ჭურჭელშივე გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი. გაფილტრეთ და გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. რეკომენდებულია შემოდგომასა და გაზაფხულზე თითო 6-8 კვირიანი კურსის ჩატარება.
- თუ გრძნობთ, რომ ნაღვლის ბუშტი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, სვით არყის ხის ფოთლებისა და კვირტების ნაყენი - ის კარგი ნაღველმდენი საშუალებაა. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლს და 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის კვირტს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დაამატეთ დანის წვერით საჭმელი სოდა და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 1/4-1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
- თუ ნაღვლის დენა შეფერხდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისა და არასწორი ცხოვრების რიტმის გამო, ეს ნაყენი დაგეხმარებათ. აურიეთ ერთმანეთში 5-5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცისკარას თესლი, ფითრის ფოთოლი და ყლორტი და ვარდკაჭაჭა, 4-4 სუფრის კოვზი წყლის სამყურა და და ნაღველას დაქუცმაცებული ფესვი. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ. ნაყენის მიღების შემდეგ 5-ჯერ დაიხარეთ წინ და შეასრულეთ წრიული მოძრაობები.
- სამკურნალო ბარისპირას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის მხოლოდ ღვიძლს კი არა, თირკმელებსაც უხდება, აქვეითებს წნევას, ამშვიდებს და სხვა. ღვიძლის ანთებითი დაავადებების დროს ძალიან ეფექტურია ასეთი ნაყენი: დაასხით 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბარისპირას ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ (მეტი არა!) შეფუთული, მერე გაფილტრეთ და მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.