საავადმყოფოში წოლისას ვიღებდი ამ ხალხურ ნაყენს, რომლითაც ტუბერკულოზი დავამარცხე!

საავადმყოფოში წოლისას  ვიღებდი ამ ხალხურ  ნაყენს, რომლითაც ტუბერკულოზი დავამარცხე!
24 წლის ასაკში დამისვეს ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოზი, რომელიც ჩემთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, რადგან ამ დაავადებით გარდაიცვალა დედაჩემი. მაშინ 19 წლის ვიყავი და საკუთავი თვალით ვხედავდი, როგორ გამოხრა ამ სენმა. სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ მკურნალმა ექიმმა დამამშვიდა, რომ თუ დავიცავდი მის ყველა მითითებას, რეგულარულად მივიღებდი დანიშნულ წამლებს, არ გავცივდებოდი, არ გადავიღლებოდი, კარგად გამოვიკვებებოდი - ავადმყოფობას მოვერეოდი და ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებდი. რამდენიმე წლის განმავლობაში ზედმიწევნით ვიცავდი ექიმის რეკომენდაციებს, 4 თვე ასათუმანშიც ვიმკურნალე. 10 კგ მოვიმატე, ძალ - ღონეც დამიბრუნდა. 5 წლის შემდეგ აღრიცხვიდან მომხსნეს, თუმცა რეგულარულად გავდიოდი სამედიცინო შემოწმებას. ახლა 75 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში ტუბერკულოზს მართლაც აღარ შეუხსენებია თავი. საავადმყოფოში წოლისას ვიღებდი ნაყენს, რომელიც ასე მზადდება:

ინგრედიენტები:
  • 10 ც კვერცხი
  • 10 ც ლიმონი
  • ალოეს ფოთლები
  • 150 გრ თაფლი
  • 150 გრ კონიაკი

მომზადების და მიღების წესი:
ორლიტრიან ქილაში ჩააწყვეთ კარგად გარეცხილი 10 ცალი კვერცხი. 10 ცალი ლიმონი გათალეთ, გამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩაასხით ქილაში (კვერცხები უნდა დაიფაროს ) და ქილა 2 კვირით შედგით მაცივარში. ამ ხნის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი უნდა გაიხსნას. აიღეთ 3 წლის ალოეს ფოთლები, კარგად გარეცხეთ, ეკლები დააჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაწურეთ და წვენი კვერცხის ქილაში ჩაასხით. დაამატეთ 150 გრამი თაფლი, 150 გრამი კონიაკი და გააჩერეთ კიდევ 3 დღე.
მიღების წინ ნარევს კარგად ამოურიეთ, რადგან კვერცხის ნაჭუჭი ფსკერზე ილექება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3 -ჯერ, ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი