რამდენიმე ეფექტური, ხალხური რეცეპტი შეკრულობის სამკურნალოდ
რაც თავი მახსოვს, სულ შეკრულობა მტანჯავდა. კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში, ისიც - წამლების ან ოყნის დახმარებით. ბოლოს ვიკადრე, დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მართლაც მივაგენი. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტი სხვებსაც გამოადგებათ.
- 20 გ დაქუცმაცებულ ხეჭრელის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, 30 წუთით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა ძილის წინ.
- მიიღეთ 1 ჭიქა ყურძენი ან ყურძნის წვენი დღეში 3-ჯერ: პირველად - დილით, უზმოზე, მეორედ - სადილამდე 1 საათით ადრე, ბოლოს - საღამოს.
- 180 გ მაწონს შეათქვიფეთ 10 გ მცენარეული ზეთი და ჩაის კოვზით ნელ-ნელა მიირთვით ძილის წინ.
- დილით 1ს/კ თაფლი გახსენით 1 ჭიქა ცივ (ოთახის ტემპერატურისა ) წყალში და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.
- 150 გ ალოეს წვენს შეურიეთ 300 გ თაფლი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ (დილით, უზმოზე, და ძილის წინ), თან წყალი მიაყოლეთ.
- შეკრულობის დროს მიიღეთ 1/4 -1 ჭიქა უმი კარტოფილის წვენი.
- საფაღარათო თვისებები აქვს მჟავე კომბოსტოს წვენს. მიიღეთ დღეში 1/2 ჭიქა, თბილი.
- აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი. ჭამამდე დღეში ერთხელ. კუჭის მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.
გასწავლით მეორე რეცეპტსაც: - აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ. კარგია ქრონიკული კუჭშეკრულობის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.
ამ ნაყენის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, ამასთან, იგი, სხვა საშუალებათა მსგავსად, იწვევს შეჩვევას, ამიტომ 1 თვის შემდეგ, სასურველია, სხვა წამლით შეცვალოთ. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ დროებითი დახმარებაა, პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.