ხალხური რეცეპტები, რომლის დახმარებითაც შეკრულობა და მუცლის შებერილობა აღარ შეგაწუხებთ
წლობით მაწუხებდა შეკრულობა, წამლების გარეშე კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში. ერთხელ მეგობარს გავანდე ჩემი გასაჭირი და მისგან ისეთი რჩევა მივიღე, რომლის წყალობითაც კუჭის მოქმედება დღეს საათივით მაქვს აწყობილი. ძალიან მინდა, სხვებსაც დავეხმარო ამ პრობლემის დამარცხებაში, ამიტომ გასწავლით რამდენიმე რეცეპტს:
- აიღეთ 150 გ ალოეს ფოთლების გამონაწური ( ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს), დაამატეთ ოდნავ შემთბარი 300 გ თაფლი და მაცივარში შედგით. მიირთვით თითო სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ, აუცილებლად დააყოლეთ წყალი.
- აიღეთ 100 გრამი ჭერმის ჩირი და ამდენივე ქიშმიში, 400 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 200 გრამი ლეღვი, 50 გრამი სინემაქის ფოთოლი (იყიდება აფთიაქში), 100 გრამი ასკილი (მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 100 მლ ასკილის სიროფი, იყიდება აფთიაქებში). ეს ყველაფერი კარგად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, 200 გრამი თაფლი გაათბეთ წყლის აბაზანაში, რომ გათხიერდეს, მაგრამ არ გააცხელოთ. ამის შემდეგ ყველა კომპონენტი მასში ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. ნარევი შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი უზმოზე, დილა-საღამოს. მისი წყალობით ნაწლავები საათივით ამუშავდება.
მუცლის შებერილობის დროს - ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩაის ჭიქა კარტოფილის წვენი, შემდეგ 30 წუთით დაწექით, ერთი საათის შემდეგ კი ისაუზმეთ. ასე განაგრძეთ 10 დღე, მერე 10 დღით შეისვენეთ და კიდევ ერთხელ ჩაიტარეთ 10-დღიანი კურსი. ნიორი წვრილად დაჭერით, თხელ ფენებად დაალაგეთ, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ დანის წვერით დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. აიღეთ თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამა, ცერეცო და ძირა, 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ.