ხალხურ მედიცინაში მოვიძიე გულძმარვის სამკურნალო, ეფექტური რეცეპტები. შედეგმა ნამდვილად გაამართლა
ხშირად მაწუხებდა გულძმარვა. კარგა ხანს შვებისთვის მინერალურ ან სოდიან წყალს ვსვამდი, მაგრამ რამდენიმე საათს თუ მშველოდა... ბოლოს ხალხური მედიცინის შესწავლას მივყავი ხელი და კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების ძებნა შინაურ წამლებს შორის დავიწყე. მრავალი რეცეპტი ვსინჯე და რამდენიმე მართლაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.
გაგაცნობთ ამ რეცეპტებს:
გაგაცნობთ ამ რეცეპტებს:
- აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი პიტნა, 1 სუფრის კოვზი კამა, 2 სუფრის კოვზი კრაზანა (ეს ყველაფერი გამომშრალი და დაქუცმაცებული უნდა იყოს), 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათს გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში, თითო ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.
მე ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და ამით არაფერი დაშავებულა. - გულძმარვისგან განთავისუფლდებით, თუ აიღებთ ბარდის რამდენიმე მარცვალს, დაასველებთ და მიირთმევთ. ორლიტრიან ქილაში მოთავსებული ბარდის მარცვლები უნდა შეჭამოთ, დღეში რამდენსაც მოისურვებთ, ოღონდ არა ერთბაშად. შედეგი სასურველი გექნებათ.
- გულძმარვას უშველით, თუ 1 ს/კ თაფლს გახსნით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და შესვამთ ყოველ დილით უზმოზე ჭამამდე ნახევარი სთ-ით ადრე.
- კიდევ ერთი მარტივი საშუალება გულძმარვის მოსაშორებლად: სვით ლიმონიანი ცხელი ანადუღარი წყალი, განსაკუთრებით საღამოობით. აუცილებლად მოგიხდებათ.
- მივიღოთ 1-2-ჯერ დღეში 4-6 წვეთი მიხაკის ზეთი შაქარზე.