ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა მასწავლა როგორ გავუმკლავდე სახსრების ტკივილს ხალხური რეცეპტებით
ასაკში ხშირად სახსრების ტკივილი და უსიამოვნო ხმაური იჩენს თავს, რაც მარილების დაგროვების შედეგია. მეც ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. პოლიკლინიკაში, ექიმის მოლოდინში, ერთმა ქალბატონმა მასწავლა მცენარეული საშუალებების დამზადება სამკურნალო მიზნით, რომელიც ძალიან დამეხმარა და შეღავათი მომცა.
- 100 გრამი ოხრახუში და ამდენივე ნიახური დაჭერით წვრილად ფესვებთან ერთად, დაასხით 0,5 ლ წყალი, დადგით ბნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთით. გადაწურეთ, ნალექი გაწურეთ, დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ მთელი დღის მანძილზე მცირე ყლუპებად.
- აიღეთ 5 გრამი კიტრის ყვავილი ან 10 გრამი გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და ნაყენის გაგრილებას დაელოდეთ. მერე გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
მუხლების ტკივილის დროს: - აიღეთ 100 მლ სამედიცინო სპირტი, 50 გრამი ქაფური და ამდენივე მდოგვის ფხვნილი, დაამატეთ 100 გრამი მიქსერით ათქვეფილი კვერცხის ცილა. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და საღამოს, ძილის წინ, მუხლებზე შეიზილეთ. ნარჩენი მოიწმინდეთ ხელსახოცით და მუხლები თბილად შეიხვიეთ. დილით სახვევი მოიხსენით და მალამო ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე გამოჯანმრთელებამდე.
რევმატიული ტკივილების დროს: - აიღეთ ნიახურის ფესვი, დააქუცმაცეთ, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 4 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შეგიძლიათ, ნიახურის ფესვების ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ ასე მომზადებული ნაყენი უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. - აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, რამდენიმე საათი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.