ექიმმა ჭარბსისხლიანი და მტკივნეული მენსტრუაციის სამკურნალოდ ბალახეული პრეპარატები მირჩია.
ეს პრობლემა ჩემს ქალიშვილს აწუხებდა. ზოგი რას ეუბნებოდა, ზოგი - რას.ზოგი ამშვიდებდა, გათხოვდები და გაგივლისო. მოკლედ, ამ გათხოვების მოლოდინში თვეში ერთხელ ჩემი გოგონა სამი დღის განმავლობაში შინიდანაც კი ვერ გადიოდა, ამიტომ მისი გეგმები მთლიანად მისი კრიტიკული დღეების გრაფიკზე იყო დამოკიდებული. შეწუხდა ბავშვი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მეზობლად საკმაოდ ცნობილი ექიმი გადმოვიდა, რომელმაც ბალახეული პრეპარატების გამოყენება მირჩია. მივდიე მის რჩევას და დავისვენეთ. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:
- 20 გ მარწყვბალახას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე. გამოწურული ბალახის თბილი კომპრესი კი შეგიძლიათ მუცელზე დაიდოთ.
- 2 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 1 სუფრის კოვზ მინდვრის შვიტას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ძლიერი ტკივილის დროს, თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.
- 3-5 სუფრის კოვზ მამულას ქერქს დაასხით 10 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.
- 4 ჩაის კოვზ ძახველის ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 30 წუთი ადუღეთ. გაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
- ძახველის ქერქს გააჩნია ძლიერი სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება. მოამზადეთ ნაყენი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 300 მლ. სპირტი. მიიღეთ საშვილოსნოდან სისხლდენის დროს 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
- ჭარბსისხლიანი მენსტრუაციის დროს რეკომენდებულია ვაშლის ძმრის ხსნარის მიღება, რომელიც მზადდება თანაფარდობით 2 ჩ/კ ძმარი 1 ჩ/ჭ წყალზე. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ მკურნალობის კურსი გაიმეოროთ. ძლიერი სპაზმების დროს მიიღეთ 1ჩ/ჭ ძმრის ხსნარი ყოველ ერთ საათში ერთხელ, 5 საათის განმავლობაში.
- აიღეთ მამულას ნედლი, ან ხმელი, ფესვი, წვრილად დაჭერით და მოამზადეთ ნახარში, რომელიც უნდა მიიღოთ 100 მლ. 2-3-ჯერ დღეში იმის მიხედვით, თუ რამდენად უჩვეულო და მტკივნეულია მენსტრუაცია. 2ლ ნახარშზე აიღეთ დაახლოებით 4-5 ცალი ფესვი.
- საშვილოსნოდან ჭარბსისხლიანი სისხდლენის დროს გამოიყენეთ ოროვანდის ფესვები. ორწლიანი მცენარის ფესვები გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და გააშრეთ ჩრდილში. გაშრობის შემდეგ დანაყეთ. აიღეთ 5 გრ. დაქუცმაცებული მასა, დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 12 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 100 გრ. 4-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. გააკეთეთ 10-დღიანი შესვენება და განაგრძეთ მკურნალობა. გამოჯანმრთელებამდე.