ჰაიმორიტის სამკურნალო საშუალებები ბებიაჩემის ჩანაწერებში აღმოვაჩინე...
სიცივეში ჰაიმორიტი ხშირად მიმწვავდებოდა. ათასი წამალი ვსინჯე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მივაგენი ბებიაჩემის ჩანაწერებს, სადაც რამდენიმე საინტერესო რეცეპტი აღმოვაჩინე. მათი გამოყენება თქვენც შეგიძლიათ.
- აკაციის პარკებიდან თესლი გადმოყარეთ, პარკები კი გაახმეთ და დაფქვით. იყნოსეთ ბურნუთივით. შესაძლებელია ამგვარად მიღებაც: ცოტაოდენი ფქვილი დანის წვერით აიღეთ და პენიცილინის ხსნარში გახსენით. ჩაიწვეთეთ ცხვირში დღეში ერთხელ, ერთი წვეთი, ვინაიდან საკმაოდ მტივნეულია.
- აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ალოეს წვენი, წვრილად დაჭრილი ქრისტესისხლა და თაფლი. მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ დღეში 3-5-ჯერ, 5-10 წვეთი თითოეულ ნესტოში.
- აიღეთ 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით. შეისრუტეთ ეს ნაყენი ცხვირით დღეში ორჯერ.
- შავი ბოლოკი კარგად გარეცხეთ, კანიანად გახეხეთ მსხვილ სახეხზე. 1-2 სუფრის კოვზი გაახვიეთ სელის ნაჭერში და მიიდეთ ჰაიმორის წიაღებზე. წინასწარ შეიზილეთ ამ ადგილას საბავშვო კრემი ან ვაზელინი. დაითბილეთ და გაიჩერეთ 5-7 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს, ძილის წინ. 3-4 ყოველდღიური სეანსის შემდეგ ჰაიმორიტი აღარ შეგაწუხებთ.
- მოამზადეთ მალამო: აიღეთ გასუფთავებული ნავთი და ღორის მუცლის ქონი თანაფარდობით 1:4. ეს საშუალება რეგულარულად შეიზილეთ წარბებს შუა და წარბების ზევით არეში, ასევე ცხვირის მარცხნივ და მარჯვნივ. ასევე, ეს მალამო გადაიტანეთ ბამბის, ან დოლბანდის ტამპონებზე და ცხვირში მოითავსეთ.
- აურიეთ 1 ჩ/კ დაყენებული შავი ჩაი, 1 ჩ/კ ევკალიპტის ფოთლის ნაყენი და 1 ჩ/კ თაფლი. კარგად აურიეთ და ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში 2-3 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
- ცხვირში ჩაიწვეთეთ, ან ტამპონებით შეიყვანეთ, ბოლოკის წვენი.
- ჰაიმორიტის დროს ცხვირში წაისვით ნიორი, შემდეგ შეიზილეთ არყის ხის ნახარშისა და ოროვანდის ფესვის ახალგამოწურული წვენის ნარევი 20-30 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
- დაავადების გამწვავებისას მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, წყალი გადაასხით. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და შეისუნთქეთ კარტოფილის ორთქლი. ეს საშუალება შველის გაცივების დროსაც.