გაციება ხშირად მირთულდებოდა ჰაიმორიტით ან სინუსიტით, მეზობელმა ჯანჯაფილი მირჩია.
ზამთრობით პრობლემებს თავს ვერ ვაღწევდი, გაციება ხშირად მირთულდებოდა ჰაიმორიტით ან სინუსიტით. მეზობელმა ჯანჯაფილი მირჩია. მე ეს მცენარე წონის საკორექციო საშუალება მეგონა, მაგრამ გაციების დროსაც ეფექტური აღმოჩნდა.
- 1 ჩაის კოვზ ჯანჯაფილის დაფხვნილ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და გემოვნებისამებრ -ლიმონის წვენი. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი - მცირე ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში, კვებათა შორის.
- ჯანჯაფილის ჩაი ათბობს, ამხნევებს, ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს და აუმჯობესებს განწყობას. 10-20 გრამ ჯანჯაფილის ფესვის ბურბუშელას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატეთ მწიკვი პიტნა, ბარამბო, ფარსმანდუკის და დიდგულას ყვავილი, ცოტა ლიმონის წვენი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.
ჰაიმორის ღრუს გამოსარეცხად ძალიან კარგი ყოფილა მცენარეთა ასეთი ნაკრებისგან მომზადებული ნაყენი : - აიღეთ 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 1 საათი გააჩერეთ.
ამ ნაყენით უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ - ცხვირით შეისრუტოთ და გადმოღვაროთ - დღეში ორჯერ. - ჰაიმორიტის გამწვავებისას თითოეულ ნესტოში ვიწვეთებ. 3-4 წვეთ ზეთს. ძალზე ეფექტურია ინჰალაციაც: მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ვაწვეთებ 8-10 წვეთ სოჭის ზეთს, კარგად ვიფუთნები პირსახოცით და 15 წუთი ვისუნთქავ ცხელ ორთქლს.