უროლოგის რჩევით 50 წლის ასაკში პოტენცია სრულად აღვიდგინე და პროსტატიტი დავამარცხე.

უროლოგის რჩევით 50 წლის ასაკში პოტენცია სრულად აღვიდგინე და პროსტატიტი დავამარცხე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მე-3 მამაკაცისთვის კარგად არის ცნობილი პროსტატის ჯირკვლის ანთებისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები. პროსტატის დროს მამაკაცის პოტენცია სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომების გამოვლინებისას უროლოგთან ვიზიტი, პრობლემის დროული დიაგნოსტიკა და მის სამკურნალოდ შესაბამისი ზომების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა შეიძენს იმდენად რთულ სახეს, რომ შეიძლება განვითარდეს უშვილობა.



სრული იმპოტენციის განვითარების რისკი ძალიან დაბალია. პროსტატიტი მოქმედებს ერექციის ხარისხზე და მის ხანგრძლივობაზე, რაც უარყოფითად ისახება მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე და შესაბამისად მის თვითშეფასებაზე. ყოველივე ამის შედეგად იზრდება იმპოტენციის განვითარების რისკიც.



პროსტატიტის მკურნალობა სახლის პირობებში

უროლოგები აღნიშნავენ, რომ პრობლემა საწყის სტადიაზე სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის შედეგადაც ხშირად ვერ ხერხდება მისი დროული დიაგნოსტიკა. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკისთვის რეგულარულად თავის გამოკვლევა, რათა 40-60 წლის ასაკშიც კი თავი სრულფასოვან მამაკაცად იგრძნოთ.

თუ თქვენ არარეგულარული ინტიმური ცხოვრება გაქვთ, გიწევთ დროის დიდი ნაწილის გატარება კომპიუტერის წინ სავარძელში მოკალათებულს, გაქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა, აგეღნიშნებათ ნეიროენდოკრინული დარღვევები ან ვენერული დაავადებები, პროსტატის განვითარების რისკი ძალიან მაღალია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეგულარულად თავის გამოკვლევა, რათა თავიდან აირიდოთ სავალალო შედეგები.



პირველი და ერთ-ერთი უტყუარი სიმპტომი, რომელიც პროსტატის ჯირკვლის ანთებაზე მიგვანიშნებს - ტკივილი შარდვის დროს ან მოტივტივე შედედებული მასების შემჩნევა შარდში. გარდა ამისა, პროსტატიტის დროს მამაკაცს აღენიშნება სისუსტე და აწუხებს ნაადრევი ეაკულაცია სექსუალური აქტის დროს. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ მრავალი სიმპტომი, რომელიც მოცემულ უსიამოვნო დაავადებაზე მიგვანიშნებს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობა საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ არ გადადოთ უროლოგთან ვიზიტი.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროსტატიტის დროს მამაკაცს კატეგორიულად ეკრძალება ველოსიპედით სეირნობა და ცხენით ჯირითი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზედმეტად ცხელი შხაპის მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს მდგომარეობაზე. ანთებითი პროცესის დროს მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მაღალ ტემპერატურას და გამორიცხოთ კვების რაციონიდან ლობიო, მარილიანი და ცხარე კერძები, ძლიერი ყავა და ჩაი.



მამალი ფუტკრის ჰომოგენატი - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ძლიერი საშუალება მამაკაცური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და პოტენციის გასაძლიერებლად. ეს ნატურალური პროდუქტია, რომლის შოვნასაც მეფუტკრეებისგან შეძლებთ.



პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 30 გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავას, ვიტამინების კომპლექსს, უამრავ სასარგებლო მაკრო და მიკრო ელემენტს, ფერმენტებს და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითაც მოქმედებს მამაკაცის სასქესო სისტემაზე.



პროსტატიტის თავიდან ასარიდებლად მოცემული პროდუქტი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ნახევარ ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. განსაკუთრებით სასარგებლო პროფილაქტიკური მიზნით ჰომოგენატის მიღება 30 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვისაა. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება უკვე განვითარდა, მის სამკურნალოდ მოცემული პროდუქტი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ ერთი ჩაის კოვზის ოდენობით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ანტიბიოტიკებით მკურნალობთ, პარალელურად შეგიძლიათ ამ საშუალების მიღება.

გახსოვდეთ, ჯანმრთელობის ფასი არაფერია! თუ თქვენ სტატიაში წარმოდგენილი სიმპტომები აგეღნიშნებათ, დროულად გაიარეთ კონსულტაცია უროლოგთან და გამოიკვლიეთ თავი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.