ქრისტესისხლას ნაყენი შანს მოგცემთ პროსტატას ოპერაციას გადაურჩეთ

ქრისტესისხლას ნაყენი შანს მოგცემთ  პროსტატას ოპერაციას გადაურჩეთ
პროსტატა, ანუ წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო სისტემის ნაწილია, პროსტატიტი კი პროსტატის ჯირკვლის ანთებას ნიშნავს. პროსტატიტს ბევრი უკავშირებს სექსუალური ცხოვრების სხვადასხვა პრობლემებს. სტატისტიკის თანახმად, პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25 დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის, 30 წლის შემდეგ პროსტატიტით მამაკაცების 30% ავადდება. ეს მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. ამ დაავადების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით. ეს სიმპტომი თანდათან ძლიერდება და შეიძლება სრულიად შეწყდეს შარდის გამოყოფა. სასარგებლოა რძის პროდუქტები და მცენარეული კვება. რაციონიდან უნდა ამოიღოთ: ხორცეული, კვერცხი, წიწაკა, მდოგვი, ალკოჰოლი, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს ქრისტესისხლას გამოყენებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გადაურჩეთ ოპერაციას და დაავადებას უკან დაახევინოთ.


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. როგორც კი ქრისტესსისხლა აყვავდება, მოაჭრით წვერს მიწიდან დაახლოებით 15 სმ-ზე, გაატარებთ და გამოწურავთ წვენს.
  2. გაფილტრავთ ორფა დოლბანდში და გააზავებსთ არყით, თანაფარდობით 1:1. მთავარია დოზას არ გადააჭარბოთ.
  3. მკურნალობის პირველ დღეს, დილით, საუზმემდე ნახევარისაათით ადრე 1/3 ჭიქა ნადგამ წყალში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ქრისტესსისხლა წვენი და
  4. დალიეთ, მეორე დღეს - ორი და ასე ადით 30 წვეთამდე.
  5. მიიღეთ დღეში ერთხელ უზმოზე დილით.
  6. ამის შემდეგ ყოველდღე თითო წვეთი დააკელით და ერთ წვეთამდე ჩამოდით. მკურნალობისას მნიშვნელოვანია, არ გაცივდეთ.


ექიმის კომენტარი: ქრისტესსისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოდები: ბერბერინი, პროტოპინი, ჰელიდონინი, ჰემოჰელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ჰელერიტრინი, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმნის, ქარვის და სხვა. ხალხურ მედიცინაში ქრისტესსისხლას რძე-წვენს იყენებენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. ასევე ღვიძლის, ნაღველის სადინარების დაავადების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ნაღველმდენ საშუალებას. მცენარეს ნაყენს იყენებენ ბრონქული ასთმის, გასტრიტების, ფილტვების ტუბერკულოზის, ყივანახველის, ალერგიის, კუჭისა და ნაწლავების პოლიპების, სახსრების დაავადების დროს, აგრეთვე პროსტატის დაავადების დროს. ქრისტესსისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირისა და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს. ქრისტესსისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა. ამიტომ მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"