გაიკაჟეთ ორგანიზმი ალოეთი და თაფლით. გარწმუნებთ რომ ვერანაირი ვირუსი და დაავადება ვეღარ მოგეკარებათ
ოპერაციის შემდეგ ძალიან დამიქვეითდა იმუნიტეტი. ცხოვრებაც ისეთია, რომ სტრესს, როგორც არ უნდა ვცადო, თავიდან ვერ აიცილებ... ისე დავსუსტდი, ბანალური გაციებაც კი მირთულდებოდა, სხვა თუ რამდენიმე დღეში გამოდის მდგომარეობიდან, მე კვირები არ მყოფნიდა გონს მოსასვლელად. დღეს ჩვენს აფთიაქებში იმუნიტეტის ასამაღლებელი უამრავი, რადიოსა თუ ტელეარხებზე ფართოდ რეკლამირებული საშუალება იყიდება, მაგრამ ფასი ისეთი აქვს, რას შესწვდები! მეზობელა მირცია, წამლებზე ფიქრს თავი დაანებე და შვრიის ნაყენი სვიო. რას ვკარგავდი, ვცადე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომიხდა.
- აიღეთ 3 ჩაის ჭიქა შვრია (მარცვალი და არა ფანტელი!), კარგად გარეცხეთ და დაასხით 3 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, გადმოდგით, კარგად შეფუთეთ და 24 საათი ასე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, ნახარშს დაუმატეთ 100 გრამი თაფლი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, კიდევ ერთხელ შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით, გააცივეთ, გადაასხით სუფთა ბოთლებში და შედგით მაცივარში. მიღების წინ თქვენი გემოვნებით დაუმატეთ ლიმონის ახალგამოწურული წვენი. სვით მცირე ყლუპებით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 100 გრამი.
- 350 გრამი ნიორი დაჭყლიტეთ ხის ან ფაიფურის კოვზით, მიღებული ფაფა მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაუმატეთ 200 გრამი 96% - იანი სპირტი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 10 დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა რძესთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. დაიწყეთ 2 წვეთიდან და თანდათან 25 წვეთამდე ადით. მკურნალობის კურსი 11 დღეა. განმეორებით კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ არა უადრეს 6 თვის შემდეგ.
გაიკაჟეთ ორგანიზმი ალოეთი და თაფლით - აიღეთ სამი წლის ალოეს 3 მსხვილი ფოთოლი ( ფოთლების მოჭრამდე მცენარე 1 კვირა არ მორწყოთ!). გარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური 300 გრამი მაინც უნდა იყოს. შეურიეთ 1/2 კგ ნატურალურ თაფლში და დაამატეთ 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი ღვინო). შემდეგ 1 კვირით სიბნელეში დადგით.
პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და, მადლობა ღმერთს, თავს მშვენივრად ვგრძნობ.