საკუთარ თავზე გამოვცადე ამ ჯემის სიკეთე, მან ყაბზობისგან მიხსნა
ჩემთვის ცნობილია ყაბზობის სამკურნალო უებარი საშუალება - ხილის ჯემი, რომელიც არაერთხელ გამოვცადე. ხორცსაკეპში გაატარეთ დამბალი 30 - 30 გრ ლეღვის, გარგარის და შავი ქლიავის ჩირი (უკურკო), შეურიეთ 1 ს/კ თაფლს. პროფილაქტიკისთვის მიიღეთ თითო ს/კ ძილის წინ, ხოლო სამკურნალოდ - დღეში 3 - ჯერ ჭამის შემდეგ. ჯემი თავდახურული მინის ჭურჭლით შეინახეთ მაცივარში.
ექიმის კომენტარი:
ყაბზობის მკურნალობა გულისხმობს მისი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და მკურნალობას, აგრეთვე - ნაწავლთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი საშუალებების დანიშვნას. ასეთ საშუალებათა რიცხვს ეკუთვნის უჯრედისით მდიდარი ხილ -ბოსტნეულიც. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში სწორედ ასეთი კომპონენტები შედის, ამიტომ ეს ჯემი ნამდვილად ეფექტიანი იქნება კუჭის შეკრულობის დროს.
აქვე გირჩევთ ერთ - ერთ ეფექტურ რეცეპტს:
აიღეთ 300 გრ თაფლი და 150 გრ ალოე (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს ). თაფლი ოდნავ შეათბეთ (გაადნეთ ), ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. აუცილებლად დააყოლეთ წყალი.