ხველისგან ეს მარტივი და უვნებელი საშუალებები გაგათავისუფლებთ
დაზამთრდებოდა თუ არა, მაშინვე ხველას მაწყებინებდა. დავიტანჯე. საზოგადოებაში ტრიალსაც კი ვერიდებოდი. აბა, რა სასიამოვნოა, გაუჩერებლად რომ ახველებ და ხალხს საუბარს არ აცდი...
ექიმმა ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი დამისვა. რით არ ვიმკურნალე: ანტიბიოტიკებით, ამოსახველებელი საშუალებებით... ხალხური რეცეპტებიც ვცადე. რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებით მარგო.
ექიმმა ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი დამისვა. რით არ ვიმკურნალე: ანტიბიოტიკებით, ამოსახველებელი საშუალებებით... ხალხური რეცეპტებიც ვცადე. რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებით მარგო.
- ბოლოკში გააკეთეთ პატარა ღრმული, ჩადეთ თაფლი და ბოლოკი ლამბაქზე მოათავსეთ, რათა წვენი არ დაიღვაროს. ერთი დღის შემდეგ ლამბაქი სავსე იქნება სასარგებლო წვენით. დალიეთ იგი სუფრის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამამდე.
- ერთმა მოხუცმა ქალბატონმა ძილის წინ მშრალი ინჰალაციების გაკეთება მირჩია:
ბალიშის ქვეშ ვიდებდი ნაჭრის ტომარაში ჩაყრილ ევკალიპტის ფოთლებს. ევკალიპტის ეფექტი უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, დაძინებამდე ორი საათით ადრე ბალიშის ქვეშ სათბურსაც ვიდებდი.
ასეთი ინჰალაციები საკმაოდ დიდხანს ვიკეთე, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. ახლა კი ბალიშის ქვეშ ფიჭვის წიწვით სავსე ტომარა მიდევს. - აიღეთ 1 საშუალო ზომის წითელი ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 200 გრამი შაქარი. ამ ყველაფერს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 3 საათს. ნარევი გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ. დალევის წინ სასურველია შეათბოთ.
- აიღეთ დაახლოებით 1 კგ კაკლის უღელი, დაასხით ნახევარი ლიტრი კონიაკი და მჭიდროდ თავდაცული მინის ჭურჭლით ერთი კვირით დააყენეთ გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.
ეს ნაყენი გარდა ხველისა, უხდება სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ზოგადი სისუსტის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი ცხელ ჩაიში ან ყავაში ჩაასხათ და ისე მიიღოთ.
ნაყენი საკმაოდ გემრიელია, თუმცა მისი უზომო სმა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტისა, არ შეიძლება. - ბრონქიტს შველის ალთეს ფესვის ნაყენიც: 1 კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ხახვი, კიდევ 20 წუთი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ 1ს/კ დღეში 3-4-ჯერ.