ექიმმა ისეთი რეცეპტი მასწავლა, რომ მას შემდეგ ხველა რა არის, აღარც კი მახსოვს.
მინდა შემოგთავაზოთ ერთი რეცეპტი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ.
რამდენიმე ათეული წლის წინ დამისვეს მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი. ვიმკურნალე და ჩივილებმაც მიკლო, მაგრამ წამოხველების ჩვევა კარგა ხანს დამრჩა. ამის გამო ისევ მივმართე ექიმს, რომელმაც ისეთი რეცეპტი მასწავლა, რომ, მას შემდეგ ხველა რა არის, აღარც კი მახსოვს. აი ეს რეცეპტი:
რამდენიმე ათეული წლის წინ დამისვეს მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი. ვიმკურნალე და ჩივილებმაც მიკლო, მაგრამ წამოხველების ჩვევა კარგა ხანს დამრჩა. ამის გამო ისევ მივმართე ექიმს, რომელმაც ისეთი რეცეპტი მასწავლა, რომ, მას შემდეგ ხველა რა არის, აღარც კი მახსოვს. აი ეს რეცეპტი:
- აიღეთ დაახლოებით 1 კგ კაკლის უღელი, დაასხით ნახევარი ლიტრი კონიაკი და მჭიდროდ დაცული მინის ჭურჭლით ერთი კვირით დააყენეთ გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.
ამ ნაყენმა ქრონიკული და მშრალი ხველა ძალიან მალე მომირჩინა. ახლა ვეღარც წვიმიანი შემოდგომა მაშინებს და ვეღარც სუსხიანი ზამთარი. ნაყენი, ასევე, უხდება სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ.
თუ საერთო სისუსტეს უჩივით, ცოტაოდენი ნაყენი ჩაამატეთ ცხელ ჩაიში ან ყავაში დალიეთ.
მცენარეული ამოსახველებელი საშუალება - აიღეთ 2 სუფრის კოვზი ტუხტის ფესვი, ამდენივე ძირტკბილას ფესვი და 1 სუფრის კოვზი ცერეცოს თესლი. ამ ნარევს დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით სიბნელეში და 20 წუთის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ სამ საათში ერთხელ თბილ-თბილი, ჩაის ჭიქის მეოთხედი.
ბრონქიტს უხდება
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი გაზაფხულის ფურისულას ფესვი, 2 ჩაის კოვზი ცერეცოს თესლი და 2,5 ჩაის კოვზი ვირისტერფას ფოთოლი. ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 8 საათს გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ 3 ულუფად ჭამიდან თითო საათის შემდეგ.
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი ნაძვის კვირტი, 1 ჩაის კოვზი მრავალძარღვას ფოთოლი და ამდენივე ვირისტერფას ფოთოლი, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. დააყენეთ 2 საათს, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. 1 ჩაის ჭიქა 3 ულუფად გაყავით და დღის განმავლობაში მიიღეთ.