ნუ შეგაშინებთ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, მისგან თავს მარტივი და იაფი საშუალებებით დააღწევთ
ბრონქიტი -ბრონქების ანთებაა. რომელსაც სასუნთქი ორგანოების დაავადებებიდან სიხშირით ერთ - ერთი პირველი ადგილი უჭირავს. მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს.
მწვავე ბრონქიტი თითქმის ყოველთვის ვითარდება მწვავე რესპირატორული დაავადებების ან გრიპის გართულების შედეგად. ბრონქიტის მაპროვიცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება გაცივება, ინფექციის ქრონიკული კერები, როგორიცაა ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვა. განსაკუთრებულ რისკფაქტორს წარმოადგენს მოწევა, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის მნიშვნელოვან შესუსტებას და ფილტვის ქსოვილის დესტრუქციას.
მწვავე ბრონქიტი იწყება საერთო სისუსტით, კუნთების ტკივილით, სურდოთი, ხახის, ხორხის და ტრაქეის ანთებითი დაზიანებით, მკერდის ძვლის უკან ფხაჭნის შეგრძნებით. ტემპერატურა იმატებს 37 -38 გრადუსამდე. ჩნდება მშრალი შემაწუხებელი ხველა. ბრონქიტს თუ დაერთო ლარინგიტი ვითარდება ხმის ჩახლეჩა ან სრული დაკარგვა.
ქრონიკული ბრონქიტი ფართოდაა გავრცელებული ხანდაზმულ ასაკში, მის განვითარებას ხელს უწყობს მოწევა, მტვრიანი და დაბუნძურებული ჰაერი, ბრონქების ლორწოვან გარსზე შხამიანი გაზების ხანგრძლივი ზემოქმედება. ცხვირის სუნთქვის გაძნელებას მივყავართ ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული ბრონქიტის განვითარებისკენ.
ხალხური რეცეპტები:

- ავიღოთ 1 სუფრის კოვზი მშრალი დაქუცმაცებული ბეგქონდარა, დავასხათ 1ჭ მდუღარე, მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში გავაჩეროთ 15 წუთით გავწუროთ. მიიღება 4 - ჯერ დღეში, კვებათა შუალედში.
- ბრონქიტის, ტრაქეიტის დროს: 1 ჩ/კ კომშის თესლს დაასხით 2 ჭ მდუღარე. გააჩერეთ 1 სთ, დაამატეთ შაქარი გემოვნებით. მიიღება ყავის ჭიქით 4 - ჯერ დღეში.
- გაფრცქვნილ ხახვში გააკეთეთ ხვრელი და ჩაყარეთ 1 ჩ/კ შაქარი. ასე მომზადებული ხახვი მიირთვით ყოველდღე, გამოჯანმრთელებამდე.
- თავცეცხლას გააჩნია ამოსახველებელი ეფექტი. 3 ჩ/კ მცენარეს დაასხით 2 ჭ მდუღარე, გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ. ნაყენი მიიღება დღის განმავლობაში.
- აიღეთ შავი ბოლოკი, დაჭერით, მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში და დააყარეთ შაქარი, გამოყოფილი წვენი მიიღება 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ.
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამო, თუ ახალი წვენი უკუნაჩვენებია, მაშინ დაჭრილი ბოლოკი შაქართან ერთად ჩაყარეთ თიხის ქოთანში, დააფარეთ სახურავი, შედგით ცხელ ჰაირღუმელში. 120 გრადუსზე 2 სთ, რომ დაიბრაწება მიღებული მასიდან, დოლბანდით გამოწურეთ სითხე, მიიღეთ სამი სუფრის კოვზი 4 -ჯერ დღეში ჭამამდე ძილის წინ.