ეს საშუალებები იმუნურ სისტემასთან ერთად შესანიშნავად კვებავს ტვინს
შარშან ჩემი უმცროსი ვაჟი აბიტურიენტი იყო. გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი შრომა არასდროს უჭირდა, პირველი სემესტრის შემდეგ სესიებს თავი ძლივს გაართვა - ეტყობოდა, აბიტურიენტობის დროს გონებრივ დატვირთვას ისე გამოეფიტა, ძალების აღდგენა ვერ მოესწრო. ტვინის მუშაობის მასტიმულირებელი აბაზანები მეგობარმა გვირჩია. რამდენიმე აბაზანის შემდეგ ბავშვს აშკარა გამოცოცხლება შეეტყო და ცოტა ხანში სავსებით აღიდგინა გონებრივი დატვირთვის ატანის უნარი. ყველა აბიტურიენტსა და სტუდენტს ვურჩევ, მეცადინეობითა და შრომით გადაღლილ ტვინს რამდენჯერმე ასეთი აბაზანა "მიაღებინოს":
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის ფესვი და ორკბილა. 500 გრამ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 5 ლიტრი ადუღებული წყალი და 5-7 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. დააყენეთ ნახევარი საათი, გაწურეთ და წყლით ნახევრად სავსე აბაზანაში ჩაასხით.
წყლის ტემპერატურა 35-37 გრადუსი უნდა იყოს, პროცედურის ხანგრძლივობა კი 10-15 წუთი. ეს აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
დაამტებითი საკვები ტვინისთვის - აიღეთ მწიფე მწვანე ვაშლი და გახეხეთ პლასტმასის სახეხზე. 1 ცალი ფორთოხალი გამოწურეთ და გახეხილ ვაშლს დაასხით. მოურიეთ, დაამატეთ 10 ცალი გახეხილი (ან დაკუწული) კაკლის გული და 1 სადილის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ. მიიღეთ დილით, უზმოზე, ან საღამოს, თითო სადილის კოვზი. მიიღეთ დაახლოებით 1 თვე.
ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენება ამ წამალს არ გააჩნია, ამიტომ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მიირთვას.
თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე დალევთ ამ ელექსირს, გასუფთავდება სისხლძარღვები, მოწესრიგდება წნევა და გაუმჯობესდება მეხსიერება. - ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 1 ცალი ლიმონი (კანიანად), 1 თავი ნიორი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ლიტრი გადადუღებული წყალი. ყველაფერი მოათავსეთ მინის ქილაში და დაახურეთ ხელსახოცი. გააჩერეთ 3 დღე, შემდეგ გადაწურეთ მარლაში და დალიეთ 1 -2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.