სახსრების ტკივილს ლიმონით, შვრიითა და კვერცხის ცილის საშუალებით ვუმკლავდები

სახსრების ტკივილს ლიმონით, შვრიითა და კვერცხის ცილის  საშუალებით ვუმკლავდები
ათიოდე წლის წინ შემაწუხა სახსრების ტკივილმა. მივედი ექიმთან, დამისვეს ოსტეოქონდროზისა და ართრიტის დიაგნოზი, გამომიწერეს წამლები, რომლებმაც კუჭი გამიღიზიანა და სატკივარზე სატკივარი დამირთო, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური წამლები მესინჯა.
მინდა გასწავლოთ, როგორ ვმკურნალობ შინაური საშუალებებით სახსრებს.

  • ლიმონს ვჭრი 1 სმ სისქის ნაჭრებად და ამ ნაჭრებით ვიზელ მტკივან სახსრებს. მარილოვანი წანაზარდები გაიწოვება. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

  • ეფექტურია ასევე შვრიის კომპრესები: 1 ჩაის ჭიქა შვრიას ვასხამ 2 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და ვადუღებ 10 წუთის განმავლობაში. ვიკეთებ ამ ფაფის კომპრესს და ვიჩერებ 1 საათის განმავლობაში. ტკივილი სწრაფად გაივლის.

  • კიდევ ერთი რეცეპტი: აიღეთ 50 გრამი ქაფური, გახსენით 100 გრამ სპირტში, დაუმატეთ 50 გრამი მდოგვის ფხვნილი და კარგად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ 2-3 კვერცხის ცილა და დაუმატეთ ნარევს. მალამო მზადაა. მას მტკივან სახსრებზე ვისვამ.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით პირშუშხა და კარტოფილი, გახეხეთ და დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და ფირფიტა გამოძერწეთ.
    მტკივანი სახსარი დაიზილეთ მცენარეული ზეთით, ზემოდან კი კარტოფილისა და პირშუშხასგან მომზადებული ფირფიტა დაიდეთ, დაიფარეთ სახსარზე ცელოფანი, ზემოდან შემოიხვიეთ ნატურალური შალის ქსოვილი და ერთი საათი გაიჩერეთ. შეგიძლიათ იმეოროთ, ვიდრე ტკივილი სულ მთლად არ დაცხრება.

  • კარგია ასეთი წესით მომზადებული წამალიც: აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი თაფლი, 150 გრამი არაყი, 50 გრამი ალოეს წვენი; ღამით გაიკეთეთ ამ მასის კომპრესები მტკივან ადგილზე და შალის ქსოვილით შეიხვიეთ.

  • აიღეთ ორი საშუალი ზომის ჭარხალი, გახეხეთ და გაწურეთ. წვენს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ნავთი. გაჟღინთეთ ამ ნარევით 3-4კეცი დოლბანდი და შეუკარით ბოლოები. მტკივან ადგილზე წაისვით ნებისმიერი კრემი ან არაჟანი და დაიდეთ დოლბანდი, დაიფარეთ ცელოფანი და შეიხვიეთ შალის ნაჭრით. თუ წვა ვერ იგრძენით, შეგიძლიათ 10-12 საათი დაიტოვოთ, ხოლო ქავილის ან წვის შემთხვევაში - 3-4 საათი. პროცედურის გამეორება შეიძლება ერთი დღის შემდეგ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი სამუდამოდ დაგავიწყდებათ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი