დაამარცხეთ რევმატიზმი! მცენარეული ხალხური საშუალებებით.
რევმატიზმის დროს ზიანდება სახსრები, გული და კუნთები. დაავადება უმეტესად 7 - 15 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება, რომლებმაც ანგინა გადაიტანეს. რევმატიზმისათვის დამახასიათებელია სისუსტე, სხეულის ტემპერატურის აწევა, სახსრების შეშუპება და სიწითლე, ასევე ტკივილი.
რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები:
რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები:
- გამწვავების პერიოდში რეკომენდებულია შემდეგი ნარევის: ვირისტერფას ფოთოლი - 20 გრ, ჟოლოს ფესვი - 20 გრ, მაყვლის ფოთოლი - 20 გრ, ძირტკბილას ფესვი - 20 გრ, მანანას ფოთოლი - 20 გრ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 3 ს/კ ნახევარ საათში ერთხელ.
- 1 ბოთლ არაყზე აიღეთ ნახევარი ბოთლი არყის ხის ფოთოლი ( ფოთლები ძალიან ნორჩი უნდა იყოს ), გააჩერეთ ერთი თვის განმავლობაში, მიიღეთ 40 წვეთი მცირე რაოდენობის წყალში, 3 - 4 - ჯერ დღეში. ეს ნაყენი შეგიძლიათ შეიზილოთ მტკივან სახსრებსა და კუნთებში.
- სახსრების რევმატიზმის დროს შემდეგი მალამო მოამზადეთ: 3 წილი ფითრი მოხარშეთ 2 წილ ღორის მუცლის ქონთან ერთად, გაწურეთ ნაჭერში, დაუმატეთ 30 გრ. ცვილი და 8 გრ. ქაფური. წაისვით მტკივან სახსრებზე.
- აურიეთ 2 წილი წყლის იელის ბალახი და 5 ს/კ მზესუმზირის ზეთი, გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში დახურულ ჭურჭელში, ცხელ ქურაზე, დროდადრო მოურიეთ, გაწურეთ. გამოიყენეთ სახსრებში შესაზელად.
- აიღეთ 200 გრ მარილი და 50 გრ მშრალი მდოგვი. დაუმატეთ ამდენივე სუფთა ნავთი ისე, რომ არაჟნის კონსინსტენცია მიიღოთ. კარგად შეიზილეთ მტკივან სახსრებში.
- აიღეთ 1,5 ჩ/ჭ ასკილის ფესვი, დაასხით 0,5 ლ არაყი და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში. პირველი სამი დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, შემდეგ - 20 - 25 გრ.