ბუასილის სამკურნალო რამდენიმე ეფექტური საშუალება, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.

ბუასილის სამკურნალო რამდენიმე ეფექტური  საშუალება, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.
მძღოლი ვარ და, ბუნებრივია დღის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ვატარებ. რამდენიმე ხნის წინ შემაწუხა შეკრულობამ, უკანა ტანის ქავილმა, ტკივილმა, სისხლდენამ კუჭის მოქმედების დროს. მივედი ექიმთან-დამისვეს ბუასილის დიაგნოზი. ისე ვიყავი გაწამებული, მჟავეს, ცხარეს, ალკოჰოლს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი. გარდა ამისა, მირჩიეს დეფეკაციის შემდეგ უკანა ტანის ნელთბილი წყლით დაბანა, ხოლო დაწოლამდე 1 საათით ადრე - 1 ჩაის ჭიქა კეფირის დალევა 20 გრამ მზესუმზირას ზეთთან ერთად.
ამასთანავე, ამიკრძალეს დიდხანს ჯდომა, მაგრამ ამ მოთხოვნას ნამდვილად ვერ შევასრულებ - მაშინ სამსახურზე უარი უნდა ვთქვა, მე კი ოჯახი მყავს სარჩენი, ამიტომ მეგობრის რჩევით ამ საშუალებას ვხმარობ:

  • ვიღებ 10 გრამ წაბლის ქერქს, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ. რომ გაცივდება, გადავწურავ. ამ ხსნარში დასველებულ ტამპონს ყოველ საღამოს 1-2 საათით ვიდებ ვარიკოზულ კვანძებზე.

  • მინდა შემოგთავაზოთ ბუასილის სხვა წამლებიც, რომელიც ასევე საკუთარ თავზე გამოვცადე:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი. 2 სუფრის კოვზი ნარევს დაასხით 1ლიტრი ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს.

  • უმი კარტოფილისგან გამოჭერით სანთელი და ჩაიდგით უკანა ტანში.

  • აიღეთ ასეთი ნაკრები: მუხის ქერქი - 3წილი, სელის თესლი - 3 წილი, გვირილის ყვავილი - 4 წილი. 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 40 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ-გაგიუმჯობესებთ ნაწლავთა მოქმედებას.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი