ამ მეთოდების წყალობით ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად ჭარბ წონასაც დააღწევთ თავს.
ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ორგანიზმიდან გამოდევნაზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ. მეც დავინტერესდი და დიდი ხნის შემდეგ მივაგენი ამ საშუალებებს, რომლებიც, მართალია, იოლი მოსამზადებელია, მაგრამ უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ:
როგორ გამოვდენოთ ორგანიზმიდან მარილები და ტოქსინები ხალხური საშუალებებით:
როგორ გამოვდენოთ ორგანიზმიდან მარილები და ტოქსინები ხალხური საშუალებებით:
- გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე - ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ. წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
- მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ - ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.
- მარილებს ორგანიზმიდან ასე გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით ერთი კვირის განმავლობაში.
- აიღეთ 10 კგ შავი ბოლოკი და წვენი გამოწურეთ. მიიღებთ სამ ლიტრამდე წვენს. ჩაასხით მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და მაცივარში შედგით. მიიღეთ 30 გრამი დღეში სამჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. პარალელურად საჭიროა დიეტის დაცვაც: რაციონიდან ამოიღეთ ცომეული, ცხიმოვანი კერძები, სახამებელშემცველი პროდუქტები, კვერცხი.