მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლა ხალხური რეცეპტების დახმარებით
ეს დაავადება იწვევს წონის მატებას - სიმსუქნეს. სიმსუქნე არის პირველადი, მეორადი, ენდოკრინული, კლიმაქტერული და ასე შემდეგ. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს დიდ როლს თამაშობს ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი.
ამ დაავადების მკურნალობა ეფუძნება ორგანიზმში ჰორმონების დაბალანსებას და სისხლის გაწმენდას. ამ მხრივ კარგ შედეგებს იძლევა ამ პერიოდში ფიტო რეცეპტები.
რეცეპტები:
ამ დაავადების მკურნალობა ეფუძნება ორგანიზმში ჰორმონების დაბალანსებას და სისხლის გაწმენდას. ამ მხრივ კარგ შედეგებს იძლევა ამ პერიოდში ფიტო რეცეპტები.
რეცეპტები:
- 4 - 5 ს/კ მარწყვის მიწისზედა აყვავებულ ნაწილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- 1 ს/კ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი, ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 30 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- ორგანიზმის გასაწმენდად 1 ს/კ შვიტას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- 3 - ჯერ დღეში მიიღეთ მრავალძარღვას წვენი (1 - 2 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე ), ან ნაყენი: 10 გრ ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- ყოველდღე, დილით და საღამოს, მიიღეთ სელის სუფთა თესლი 1 ჩ/კ. დააყოლეთ წყალი, ან რძე, მკურნალობის კურსი - 2 - 3 კვირა.
- აურიეთ გემოვნებით ფარსმანდუკის ფოთლის წვენი და თაფლი. მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 2 -3 კვირის განმავლობაში.