ორგანიზმის გამწმენდი, იოლად მოსამზადებელი საშუალება, რომელსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია

ორგანიზმის გამწმენდი, იოლად მოსამზადებელი საშუალება, რომელსაც  დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია
ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ორგანიზმიდან გამოდევნაზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ. მეც დავინტერესდი და დიდი ხნის შემდეგ მივაგენი ამ საშუალებას, რომლებიც, მართალია, იოლი მოსამზადებელია, მაგრამ უდიდესი საგებლობის მოტანა შეუძლიათ:
  • 1 სადილის კოვზ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ, მერე კი გაწურეთ. ნაყენი გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ჯერზე - თითო. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის ჭიქა ვაშლიზ ძმარი და 1 საშუალო ზომის ნიორი. ნიორი გახეხეთ და შეურიეთ ძმარსა და თაფლს. ნარევი ჩაასხით ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და დადგით მაცივარში არანაკლებ 5 დღე - ღამით. მეექვსე დღეს წამალი მზადაა. 1 - 2 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ, 1 ჩაის ჭიქა წყალში ან წვენში და დალიეთ საუზმის წინ.
    მკურნალობა განაგრძეთ ვიდრე სითხე გეყოფათ. ამგვარი თერაპია შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.

  • ორგანიზმის გაწმენდა წარმოუდგენელია მისი მკვებავი მაგისტრალების - სისხლძარღვების გაწმენდის გარეშე. სისხლძარღვთა გაწენდა შესაძლებელია დიდგულას ნაყოფით.
    დიდგულას ნედლი ნაყოფი ფენა-ფენად ჩააწყვეთ სამლიტრიან ქილაში. ფენა-ფენადვე მოაყარეთ შაქარი (კენკრისა და შაქრის ფენების სიმაღლე დაახლოებით 1,5სმ უნდა იყოს). ქილა პირამდე შეავსეთ, დაახურეთ, დადგით ღია ადგილას ერთი დღე - ღამით, შემდეგ 6 - 8 დღე-ღამით მაცივარში შედგით. თვალი ადევნეთ, რომ ქილის შიგთავსი არ დამჟავდეს - ამას თეთრი ქაფის გაჩენით მიხვდებით. 6-8 დღე-ღამის შემდეგ გაწურეთ და მიღებული სიროფი ისევ მაცივარში შედგით. მიიღეთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. დააყოლეთ წყალი. ამ სიროფს ყველა ერთნაირად ვერ იტანს, ზოგმა შეიძლება თავი ცუდად იგრძნოს, მაგრამ ეს 2 დღეში გაივლის. თუ უსიამოვნო სიმტპომები 2 - 3 დღეში არ გაქრა, მაშინ წამლის დალევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი