მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ქიმიური პრეპარატების გარეშე.
ნივთიერებათა ცვლა ან მეტაბოლიზმი არის ორგანიზმის ძირითადი პროცესი, ის ორგანიზმის ფუნქციონირების მთავარი მექანიზმია, ამიტომ მასში ნებისმიერი დარღვევა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ჭარბ წონას. ნივთიერებათა ცვლის პროცესი პასუხისმგებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავება-განაწილებაზე, მათგან ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მიღებაზე.
ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება:
ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება:
- ჩაგირის რამდენიმე ფოთოლი ჩაყარეთ მდუღარე წყალში, დააყენეთ როგორც ჩაი, დაუმატეთ მდუღარე და დალიეთ. სხვა მეთოდი: ჩაგირის ფოთლებს გადაავლეთ ცივი წყალი, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით, კარგად აურიეთ, შედგით თბილ ღუმელში და გააჩერეთ ღამის განმავლობაში. მიღებული მასა გამოიყენეთ როგორც ჩაის ნაყენი - დაამატეთ მდუღარე და ისე დალიეთ. ეს ჩაი ორი კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ.
- ბაბუაწვერას ნედლი ფოთლები აძლიერებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებენ საჭმლის მონელებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და ამცირებენ ზამთრის განმავლობაში ქონის დაგროვებას. ფოთლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათა, დალიოთ ფოთლის წვენი - 1 ჩ/კ 3 - 4- ჯერ დღეში, ასევე, მოამზადოთ და მიიღოთ ნაყენი: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- მიიღეთ ეგრეთ წოდებული ახალგაზრდობის ელექსირი: გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გახეხეთ 400 გრ. ნიორი, დაუმატეთ 24 ცალი ლიმონის წვენი და მოურიეთ. ქილას შემოახვიეთ დოლბანდი და დადგით მაცივარში 21 დღით. მიღებამდე შეანჯღრიეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე, წინასწარ გააზავეთ 1 ჩ/ჭ თბილ წყალში. 1 - 2 კვირის შემდეგ გაქრება ძილიანობა, გაუმჯობესება საერთო მდგომარეობა, მოიმატებს შრომისუნარიანობა.
- კანის დაავადებების გამომწვევი ნივთიერებათა ცვლის დაღვევას კურნავს შემდეგი ნახარში: აიღეთ თანაბარი რაოდენობით დიდგულას ფესვი, ფოთოლი და წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წთ, გადადგით, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, 2- 3 კვირის განმავლობაში.