მეგობარმა კოჟრების საწინააღმდეგო , მეტად ეფექტური რეცეპტები მასწავლა
დარწმუნებული ვარ, კოჟრები ბევრს აწყევლინებს თავბედს. მეც ამ დღეში ვიყავი, ვიდრე მეგობარმა მათი მოშორება არ მასწავლა. მინდა, თქვენც გასწავლოთ კოჟრების საწინააღმდეგო რამდენიმე რეცეპტი:
- 5-6 დღე იკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა. დარბილებული კოჟრები ფენა-ფენა იფხიკეთ. გამაგრებულ და სქელ კოჟრებზე აბაზანის შემდეგ დაიკარით სპეციალური საფენი და დაიდეთ უმი გახეხილი კარტოფილი. თუ კოჟრი თითებშუა გაგიჩნდათ, ჩაიდეთ დანაყილშაბმოყრილი მშრალი ბამბა - კოჟრი თანდათან მოგცილდებათ.
- თუ კოჟრები გაწუხებთ, მტკივანი ადგილები გაიწმინდეთ ამ ხსნარით: თბილ წყალში გაიხსენით კალიუმის პერმანგანატი ( უნდა იყოს ბაცი ვარდისფერი), დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ფეხები 15-20 წუთით ჩაყავით. შვებას მალევე იგრძნობთ.
- აიღეთ ერთი თავი ხახვი, გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ჩადეთ ჭიქაში და დაასხით ღვინის ძმარი -იმდენი, რომ მთლიანად დაიფაროს. ასე დატოვეთ ერთი დღე - ღამით. ამის შემდეგ ხახვს მოაცილეთ ერთი ფოთოლი და დაიდეთ კოჟრზე. გამოიცვალეთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, დაიმაგრეთ პლასტირით ან ბანდით. რამდენიმე დღის შემდეგ კოჟრებისგან კვალიც აღარ დარჩება.
- ხახვის ფურცლები ჩაყარეთ გაუმჭვირვალ ჭურჭელში, დაასხით ღვინის ძმარი, მჭიდროდ დაახურეთ სარქველი და 2 კვირას ასე დატოვეთ. შემდეგ ძმარი გადაასხით, ხოლო ხახვის ფურცლები ოდნავ შეაშრეთ და 2-3მმ - ის სისქეზე დაიწყვეთ კოჟრებზე, მათ გარშემო, კანზე, ვაზელინი წაისვით, შეიხვიეთ და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით ფეხები რამდენიმე წუთით საპნიანი ან სოდიანი წყლის აბაზანაში ჩააწყვეთ (1 სუფრის კოვზი სოდა 3ლიტრ წყალზე). ამის შემდეგ შეგიძლიათ, კოჟრი ამოიფხიკოთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ 2-3-ჯერ გაიმეოროთ.