როგორ მოვიშოროთ მარტივად კოჟრი და მაზოლი შინაური რეცეპტებით
კოჟრები და მაზოლები წარმოადგენს კანის გამაგრებულ, გასქელებულ არეებს, რომლებიც ვითარდება კანზე გადამეტებული ზეწოლისა და ხახუნის გამო. ისინი უფრო ხშირია ტერფზე, ამ დროს ადამიანს აქვს ტკივილი და დისკომფორტი სიარულის დროს.
როგორ მოვიცილოთ მაზოლი
როგორ მოვიცილოთ მაზოლი
- საღამოს ფეხები ცხელწყლიან აბაზანაში ჩაყავით და გააჩერეთ 15 - 20 წუთს. თუ წყალი გაცივდა, ფრთხილად ჩაამატეთ მდუღარე. შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ, მაზოლზე ლიმონის ქერქი დაიდეთ, რომელსაც ოდნავ გულიც ექნება შერჩენილი და ფეხი კარგად შეიხვიეთ. 4 -5 დღეში მაზოლი მთლიანად გაქრება.
- ჩამოიბანეთ მაზოლი შემწვარი ხახვის ნახარშით. პროცედურა გაიმეორეთ მაზოლის მოძრობამდე.
- ციმბირელები ხახვის მშრალ კანს ორი კვირის განმავლობაში ძმარში აჩერებენ და შემდეგ მაზოლზე იდებენ. დაახლოებით 3 მმ სისქის ფენად. იჩერებენ მთელ ღამეს. პროცედურას იმეორებენ მაზოლის მოძრობამდე.
- დაიბანეთ ფეხები თბილ წყალში, შეიმშრალეთ კარგად, დაიდეთ გაჭრილი ლეღვის ნაყოფის შიგთავსი. გაიმეორეთ ასე ყოველღამე (სანამ შედეგს არ მიაღწევთ).
- თუ გაწუხებთ მაზოლები - გაიწმინდეთ მტკივნეული ადგილები. თბილ წყალში გახსენით კალიუმპერმაგანატის ხსნარი ისე, რომ წყალი გახდეს ვარდისფერი. დაუმატეთ ცოტა მარილი, ჩაყავით ფეხები 15 - 20 წთ, იგრძნობთ შვებას.
- კოჟრებს ასე მოიცილებთ: 5 - 6 დღის განმავლობაში გაიკეთეთ საპნისა და სოდიანი აბაზანა. დარბილებული კოჟრები ყოველდღე ფენა - ფენა იფხიკეთ. გამაგრებულ და დიდი ხნის კოჟრებს აბაზანის შემდეგ დააკარით კოჟრის სპეციალური სალბუნი ან უმი, გახეხილი კარტოფილი. თუ კოჟრი თითებშუა გაგიჩნდათ, მაშინ მათ შორის დანაყილი შაბით მოყრილი მშრალი ბამბა ჩაიფინეთ და კოჟრი თანდათან მოგცილდებათ.