მეზობელმა პიელონეფრიტის სამკურნალო საოცარი რეცეპტი მასწავლა
ექიმებმა პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. რასაკვირველია, წამლებიც გამომიწერეს. ძალიან ძვირი მიჯდებოდა მათი ყიდვა, ამიტომ დღის სამყოფი შევიძინე და დავლიე, მეტი ვერ შევძელი. ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა მეზობელმა, გამომიტანა თავისი ხელით მომზადებული პროპოლისის კარაქი, ამიხსნა, როგორ უნდა მესვა, მეც დავუჯერე და, შეიძლება ითქვას, დღეს უკვე განკურნებული ვარ. მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, დიდი მადლი იქნება, თუ სხვებსაც ასწავლიო. ძალიან მინდა, ერთგულ მკითხველებს გავაცნო ეს რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.
მომზადების წესი:
მიღების წესი:
ასე ვამზადებდი პროპოლისის კარაქს და ვიღებდი ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3-ჯერ 1ჩაის კოვზს, თან წვენს ან კომპოტს ვაყოლებდი. გარდა ამისა, პერიოდულად ვსვამდი სიმინდის ულვაშის, ნიახურის ან დათვის კენკრას ნახარშს.
მომზადების წესი:
- ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაელოდეთ, სანამ 80 გრადუსამდე არ გაგრილდება. ამასობაში მჭრელი დანით ან სახეხით დააქუცმაცეთ პროპოლისი. ზამთარში პროპოლისი მაგრდება და ადვილად იფხვნება, ზაფხულში კი წებოვანია და ძნელი დასაქუცმაცებელი, რადგან დანას ან სახეხს ეკვრის, ამიტომ წელიწადის ცხელ დროს მაცივარში უნდა შეინახოთ.
- 150 გ დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის კოვზით. შემდეგ ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 20 წუთი. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე აურიეთ, რათა პროპოლისი არ მიეკროს ქვაბის კედლებსა და ძირს. 20 წუთის გასვლის შემდეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შემდეგ ეს მასა გააცხელეთ 80-90 გრადუსამდე (და უფრო მეტად) 15-20 წუთის განმავლობაში. მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქვაბი ხან უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან, ხან ისევ შედგათ. უმჯობესია მიიყვანოთ 90 გრადუსამდე, შემდეგ გადმოდგათ ქურიდან და 80 გრადუსამდე გაგრილებული კვლავ შედგათ. მზა მასა უნდა გაფილტროთ ცალფა დოლბანდში ან ლითონის საცერში და ქილაში გადაიღოთ.
მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვნო მომწარო გემო. შედედების შემდეგ ქილის ძირზე რჩება პროპოლისის ნაწილაკების ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება. თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ ქილის ძირზე წარმოიქმნება წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ. ამისთვის კარაქი გახვრიტეთ რაიმე მჭრელი საგნით ( დანით, ჩხირით ) და წყალი გადმოღვარეთ. ქილის ძირზე წყალი არ გაჩნდება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე) მოხდით ქაფს.
მიღების წესი:
ასე ვამზადებდი პროპოლისის კარაქს და ვიღებდი ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3-ჯერ 1ჩაის კოვზს, თან წვენს ან კომპოტს ვაყოლებდი. გარდა ამისა, პერიოდულად ვსვამდი სიმინდის ულვაშის, ნიახურის ან დათვის კენკრას ნახარშს.