პიელონეფრიტი მეზობლის უნიკალური წამლით მოვირჩინე...
პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. რასაკვირველია, წამლებიც გამომიწერეს. ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ ორი დღის სამყოფი შევიძინე და დავლიე, მეტი ვერ შევძელი. მეზობელმა ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა, გამომიტანა თავისი ხელით მომზადებული პროპოლისის კარაქი და მასწავლა, როგორ უნდა მესვა. დავუჯერე და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე განკურნებული ვარ. მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, რომ დიდი მადლი იქნებოდა, თუ სხვებსაც ვასწავლიდი. ძალიან მინდა, ყველას გავაცნო ამ წამლის რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.
- ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში და ოდნავ (80 გრადუსამდე) შეაგრილეთ. ამასობაში მჭრელი დანით დაკეპეთ ან გახეხეთ პროპოლისი (ზამთარში დინდგელი მაგრდება და ადვილად იფხვნება, ზაფხულში კი წებოვანი და ძნელი დასაქუცმაცებელია, ამიტომ სითბოში პროპოლისი მაცივარში უნდა შეინახოთ), 150 გრამი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის კოვზით, დაახურეთ სახურავი და 20 წუთს გააჩერეთ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე აურიეთ, რათა პროპოლისის ქვაბის კედლებსა და ძირს არ მიეკრას. 20 წუთის შემდეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. გააცხელეთ 80 - 90 გრადუსამდე (უფრო მეტიც ) და 15-20 წუთს დატოვეთ ცეცხლზე (მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად დროდადრო გადმოდგით ). მზა მასა გაფილტრეთ ცალფა დოლბანდში ან ლითონის საცერში და გადაიღეთ ქილაში.
- მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო -მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვნო მომწარო გემო. შედედების შემდეგ ქილის ფსკერზე ჩნდება პროპოლისის ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება.
- თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ ქილის ძირზე წარმოიქმნება სითხე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ - პროპოლსის კარაქი რაიმე მჭრელი საგნით (დანით, ჩხირით) გახვრიტეთ და სითხე გადაღვარეთ.
- ქილის ძირზე წყალი არ გაჩნდება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე ) მოხდით ქაფს.