ვუმკურნალოთ სურდოს და გაციებას მცენარეული საშუალებებით
დიდი ხანია, რომ სურდო წელიწადში 2-3-ჯერ ნორმალური და სასარგებლოც კია. ეს იმიტომ, რომ მსუბუქ ვირუსულ ინფექციას ჩვენი ორგანიზმი სამედიცინო დახმარების გარეშეც უმკავდება, ამ დროს კი ძლიერდება იმუნიტეტი, იზრდება ორგანიზმის თავდაცვითი ძალები. ხატოვნად რომ ვთქვათ, სურდო ორგანიზმისთვის ერთგვარი იმუნური ვარჯიშია, ამიტომ ის მადლიერების გრძნობით უნდა მივიღოთ.
მაგრამ რომელ მადლიერებას უნდა განიცდიდეს ის, ვისაც ცხვირიდან განუწყვეტლივ ჩამოსდის?
მაგრამ რომელ მადლიერებას უნდა განიცდიდეს ის, ვისაც ცხვირიდან განუწყვეტლივ ჩამოსდის?
- ბევრი სურდოს დაწყებისთანავე იმარაგებს წვეთებს და უკონტროლოდ იწვეთებს ცხვირში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, დაუდევრობაა. ცხვირის ლორწოვანი გარსი ასეთ ბარბაროსულ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. იქნებ შედარებით რბილი და ბუნებრივი საშუალებები გვესინჯა? მაგალითად, აფთიაქში იყიდება ბალახი - ეფედრა. თუ მისგან ნახარშს კოლოფზე მითითებული რეცეპტით მოამზადებთ და მითითებული წესითვე მიიღებთ, სურდო გაივლის ან შემსუბუქდება.
- გარდა ამისა, გირჩევთ, მოიკრიბოთ გამბედაობა და ყოველდღიურად (თუ შეძლებთ, დღეში რამდენჯერმეც კი )გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით: ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ეს ხსნარი მორიგეობით შეისრუტეთ ორივე ნესტოთი, მერე კი პირიდან გამოღვარეთ. ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია. მართალია, პროცედურა საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს, მცირედი დისკომფორტი მოითმინოთ, ვიდრე უკონტროლოდ გამოიყენოთ ქიმიური ნაერთები.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათს, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ. ხველასაც დაგიცხრობთ და ნერვულ სისტემასაც დაგიმშვიდებთ.
- 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ფესვს დაასხით 100 გ მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა ) და 10 დღე სიბნელეში გააჩერეთ. ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 1-2-ჯერ. სურდო მალე გაგივლით, მაგრამ მკურნალობა კიდევ კარგა ხანს განაგრძეთ.