სურდოს მიზეზი შესაძლოა თავად ცხვირის წვეთები იყოს!
ხშრიად გაგვიგონია: გამუდმებით ვხმარობ ცხვირის წვეთებს და სურდო მაინც ვერ მოვიშორეო. არადა, სურდოს მიზეზი შესაძლოა თავად ცხვირის წვეთები იყოს.
მოსახლეობაში სურდოს მკურნალობის ერთ - ერთი პოპულარულ საშუალებადაა მიჩნეული ცხვირის წვეთები. ზოგ შემთვევაში ისინი მართლაც "ხსნიან" გაჭედილ ცხვირს და ნორმალური სუნთქვის საშუალებას აძლევენ ადამიანს.
ჩვენში ყველაზე "მოდური " წვეთებია ნაფტიზინი და გალაზოლინი. მათ მილიონობით პაციენტი იყენებს, მაგრამ უმეტესად არასწორად, ანუ მეტისმეტად ხშირად და დიდხანს. ეს კი, გარდა იმისა, რომ იწვევს პრეპარატისადმი ორგანიზმის შეგუებას და, აქედან გამომდინარე, მის უეფექტობას, ცხვირ - ხახის სხვა დაავადების განვითარების მიზეზადაც იქცევა. კერძოდ, შესაძლოა დაირღვეს სისხლძარღვთა ტონუსი და სურდოს მუდმივი ხასიათი მიეცეს. ეს სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს და თან სხვა დაავადების განვითარების რისკფაქტორია.
ცხვირის წვეთბის არასწორი მოხმარების შემთხვევაში განსაკუთრებით ხშირია პედიატრიაში. ბევრი დედა, როგორც კი ბავშვს სურდოს შეამჩნევს, მაშინვე უწყებს ცხვირში ნაფტიზინის ჩაწვეთებას და მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალება პატარას არ შველის, ჯიუტად აგრძელებს მის მოხმარებას, რადგან ნაფტიზინი სურდოს სამკურნალო საშუალება ჰგონია. არადა, ეს წვეთები მხოლოდ და მხოლოდ გაჭედილ ცხვირს ხსნის. მეტიც - ის არცთუ უვნებელი საშუალებაა. მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. თუ მისმა მოხმარებამ მეტისმეტად გაგვიტაცა, შესაძლოა მივიღოთ უკუეფექტი: პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროება, არტერიული წნევის მატება და გუგების გაფართოება. ამიტომ სისხლძარღვების შემავიწროებელი ცხვირის წვეთების 3 დღეზე მეტხანს ხმარება არ არის რეკომენდებული, თანაც მაქსიმუმ 4 საათში ერთხელ. თუ ამან არ გიშველათ, გადადით დამარბილებელ საშუალებებზე - ატმის ზეთზე, დიმედროლის წვეთოვან ხსნარზე ( განსაკუთრებით მაშინ, თუ სურდო ალერგიული ხასიათისაა ), ინჰალაციაზე. კარგი იქნება თუ ცხვირის წვეთების მოხმარებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართავთ. იგი გირჩევთ, რომელი წვეთები, რა დოზით და რამდენ ხანს გამოიყენოთ დადებით ეფექტის მისაღწევად.