სურდო - პრობლემა არა დაავადებაში, არამედ მის მკურნალობაშია! ევგენი კომაროვსკი მოგვითხრობს...
სურდო ბავშვებში - რა თქმა უნდა, ეს ძალზედ უსიამოვნო მოვლენაა, თუმცა კიდევ უფრო დიდი საშინელებაა ის ფაქტი, როდესაც არ იცი, თუ როგორ ებრძოლო ამ დაავადებას სწორად ან საერთოდ ღირს თუ არა მის წინააღმდეგ ბრძოლა.
ევგენი კამაროვსკი გვარწმუნებს, რომ სურდოს დროს სავსებით შესაძლებელია პატარების გაშვება სკოლაში ან ბაღში, თუმცა აუცილებელია იცოდეთ მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. ბავშვის იზოლირება შეგიძლიათ აირიდოთ თავიდან, თუ სურდოს გამომწვევ მიზეზებშიგაერკვევით.
სურდო ბავშვებში
''კითხვაზე, შეიძლება თუ არა ბავშვის გაშვება ბაღში ან სკოლაში როდესაც მას სურდო აქვს, სწორი პასუხის გასაცემად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ალერგიული, ბაქტერიული და ვირუსული სურდო. მაგალითად, როდესაც ბავშვს ქრონიკულად აწუხებს სურდო, ექიმი ვალდებულია დასვას ''რესპირატორული სურდოს'' დიაგნოზი, რომლის დროსაც ბავშვის იზოლირება აუცილებლობას არ წარმოადგენს''.
სურდოს სახეობები
ალერგიული სურდო
მსგავსი სახის სურდო არ წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის. მას იწვევს მტვერი, ბეწვი და სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები. ასეთ შემთხვევაში გამონადენი ცხვირიდან გამჭვირვალია და სრულიად უსარგებლოა მის წინააღმდეგ ბრძოლა ანტივირუსული საშუალებებით.
ბაქტერიული სურდო
ბაქტერიული სურდოს დროს გამონადენი მომწვანო შეფერილობისაა. ყოველივე ეს, როგორც წესი, განპირობებულია არა რაიმე სერიოზული პრობლემით, არამედ ტენის უკმარისობით. ასეთ დროს რეკომენდირებულია ტენის დამატებითი წყაროს შექმნა სახლში ან რეგულარულად ცხვირის გამორეცხვა მარილის წყალხსნარით. ბაქტერიული სურდო აბსოლიტურად უსაფრთხოა გარშემომყოფთათვის.
ვირუსული სურდო
სურდოს მხოლოდ ეს სახეობაა გადამდები. ყველაფერი იწყება სხეულის მომატებული ტემპერატურითა და ცხვირში წვის აუტანელი შეგრძნებით. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ექიმის დანიშნულების მიხედვით მოქმედება, თუმცა ვირუსული სურდოს მსუბუქი ფორმა არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვის იზოლირების საბაბს.
გახსოვდეთ, აუცილებელია დაიცვათ სახლში ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი თანაფარდობა, რათა არ მიაყენოთ ზიანი თქვენი ბავშვების იმუნურ სისტემას.
ვიდეო, რომელშიც ევგენი კამაროვსკი დეტალურად მოგვითხრობს ამ პრობლემის შესახებ:
აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!