ყველაზე ძლიერი ბალახი თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. სასარგებლოა გულისთვის და სახსრებისთვის.

ყველაზე ძლიერი ბალახი თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. სასარგებლოა გულისთვის და სახსრებისთვის.
როზმარინი - მცენარე, რომლის შესახებაც კაცობრიობას ცნობები უძველესი დროიდან მოყოლებული მოეპოვება. ძველ რომში როზმარინს სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მას ქორწინების ცერემონიებში ხშირად გამოიყენებდნენ, შუასაუკუნეებში კი მან ერთგულების სიმბოლოს სახე შეიძინა. მეტიც, მიიჩნეოდა, რომ ეს საოცრად სასარგებლო მცენარე ადამიანებს შავი ჭირისგან იცავდა.

თანამედროვე მედიცინაში როზმარინი გამოიყენება მსუბუქრი ტკივილგამაყუჩებლის სახით შაკიკის დროს. გარდა ამისა, ამ მცენარეს შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნა, მხედველობის გაუმჯობესება და ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესის სტიმულირება.

FPAPARAZZI-ს რედაქცია დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ ამ საოცრად სასარგებლო მცენარის კიდევ ერთ გასაოცარ თვისებას.



როზმარინი მეხსიერების გასაუმჯობესებლად

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ როზმარინი დადებითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე. ნორტუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომ როზმარინის ზეთს საოცრად დადებითი გავლენა აქვს ადამიანის თავის ტვინის მუშაობაზე და მის მეხსიერებაზე.




ექსპერიმენტში მონაწილეობა 66 ადამიანმა მიიღო. საცდელი ობიექტების ერთი ნახევარი მკვლევარებმა განათავსეს ისეთ ოთახში, სადაც როზმარინის არომატი იგრძნობოდა, ხოლო მეორე ნახევარი - სრულიად ჩვეულებრივ დაწესებულებაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფსიქოლოგემა კვლევის თითოეულ ობიექტს ადამიანის მეხსიერების შესწავლისთვის გათვლილი სპეციალური ტესტების გავლა მოთხოვეს. იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში როზმარინის აროამტით გაჟღენთილ ოთახებში იყვნენ მოთავსებული, 60-75%-ით უკეთ გაართვეს თავი წარმოდგენილ დავალებებს, ვიდრე კვლევის იმ ობიექტებმა, რომლებიც ჩვეულებრივ დაწესებულებებში იყვნენ მოთავსებულები.



მეცნიერებმა ეს ფაქტი შემდეგნაირად ახსნეს: როზმარინი მდიდარია შენაერთით, რომელიც ცნობილია 1,8-ცინეოლის სახელწოდებით. სწორედ ეს ნივთიერება მოქმედებს დადებითად ტვინში მიმდინარე იმ ქიმიურ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. კვლევების დასრულების შემდეგ იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც ტესტებს უკეთ გაართვეს თავი, ცინეოლის მაღალი კონცენტრაცია შეინიშნებოდა.

გასაოცარია, არა? სტატიაში აღწერილ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ როზმარინის ზეთის არომატს საოცრად სასარგებლო გავლენა აქვს ადამიანის თავის ტვინის ფუნქციონირებაზე და მეხსიერებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
დამატებითი ინფორმაცია (1)
admin თარითი:16 იანვარი 2018 11:46
როზმარინის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერზეთი იგი არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას, გამოიყენება დამწვრობის დროს. ეფექტურია პრობლემური, ცხიმიანი და ფორებიანი კანის, დერმატიტების, ნაწიბურების, შრამების, ფურუნკულების დროს, ვარიკოზული ვენების, ფლებიტის, ცელულიტის საწინააღმდეგოდ. კარგია ბრონქიალური ასთმის, ბრონხიტის, გაციებების დროს, არის ძლიერი ნაღვლმდენი საშუალება.

ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი,რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები (დოზირება მითითებულია ინსტრუქციაში). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია ინსტრუქციაში.


მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე:

ელინმა ექიმებმა იცოდნენ, რომ “როზმარინი ათბობდა ადამიანს შიგნიდან”, გამოჰყავდა ის დეპრესიიდან, კურნავდა როგორც სულს, ისე სხეულს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. სჯეროდათ, რომ როზმარინის ზეთს შეეძლო განეკურნა ისეთი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, თირკმლები, ტვინი, გული.

თანამედროვე მედიცინა დღესაც აქტიურად იყენებს როზმარინს სამკურნალოდ. მისგან ამზადებენ ჩაის, ნაყენს, მალამოებს და სხვა სამკურნალო პრეპარატებს.

– როზმარინის ზეთს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის დაავადების დროს.
– თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად როზმარინის თბილი ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში (4 წვეთი 10 მლ). როზმარინის ზეთით რეგულარული თავის კანის მასაჟი ხელს უშლის თმის ნაადრევად გაჭაღარავებას, ქერტლის წარმოქმნას.
– სტომატიტისა და პირიდან უსიამოვნო სუნის დროს 200 მლ წყალს დაამატეთ 1 წვეთი როზმარინის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუში.
– თავისა და კუნთების ტკივილის, რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით.
– ალერგიის, ანგინის, გაცივებისა და გრიპის დროს როზმარინის ზეთის ინჰალაცია აიოლებს სუნთქვას.
– როზმარინის ზეთი ანტისეპტიკურია და ასთმის დროს ძალიან ეფექტიანად ხსნის სპაზმებს.
– როზმარინი გამოიყენება მეტეორიზმისა და კუჭის სპაზმების დროს

– დაღლილობისა და დეპრესიის დროს დაყნოსეთ როზმარინის ზეთი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

თუმცა, როზმარინის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არ შეიძლება როზმარინი (ნებისმიერი სახით) მიიღონ ფეხმძიმეებმა, მეძუძურმა დედებმა. როზმარინით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

წყარო