"ეს ძლიერი ბალახი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის კიბოს წარმოშობას, შეუცვლელია ასთმისა და პოდაგრისას..."

"ეს ძლიერი ბალახი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის კიბოს წარმოშობას, შეუცვლელია ასთმისა და პოდაგრისას..."
ისეთი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჩვენს სამყაროში უპრეცენდენტო სიჩქარით ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 30 წლის მანძილზე დაავადებულთა რიცხვი 176%-ით გაიზარდა. ამიტომ, ექიმები შეუდგნენ მკურნალობისა და პროფილაქტიკის ყველანაირი გზის შესწავლას.

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა



სუსათის მეცნიერებათა კათედრის პროფესორმა - ელვირა გონსალეს დე მეხიამ, თავის კოლეგებთან ერთად გამოიკვლია, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა სახეობის ბალახი და სანელებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებზე. როგორც გაირკვა, ორეგანო და როზმარინი - არიან ლიდერები სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაში. ისინი შეიცავენ ანტიოქსიდანტებს - ფლავონოიდებსა და პოლიფენოლებს, რომლებსაც შეუძლიათ PTP1B და DPP-IV ფერმენტების შეზღუდვა.

აღნიშნული ფერმენტები გადამწყვეტ როლს ასრულებს ინსულინის სეკრეციაში. ასევე გაირკვა, რომ სამკურნალო თვისებები გააჩნია როგორც სათბურის პირობებში მოყვანილ, ისე ბუნებაში მოგროვებულ და გამხმარ ორეგანოსა და როზმარინს. თუმცა ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ბალახი უფრო სასარგებლოა.



როზმარინი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება არა მარტო დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

როზმარინის განსაკუთრებული სარგებლობა

  1. დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანდების წყალობით, იგი აქრობს ანთებას.
  2. აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიწოდებას და აჯანსაღებს მას.
  3. კორტიზოლის ჰორმონის დონის დაწევით, ხსნის სტრესს.
  4. ასტიმულირებს თმის ზრდას. ძალიან სასარგებლოა, თუ როზმარინის ეთერზეთს დავუმატებთ შამპუნს ან ნიღაბს.
  5. აძლიერებს მთლიან ორგანიზმს, წმენდს პათოგენური ბაქტერიებისგან, აახალგაზრდავებს უჯრედებს.


დააგემოვნეთ უნიკალური როზმარინის ჩაი. ერთ კოვზ დაფქულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ 15 წუთი და მიირთვით სამკურნალო ნაყენი.

საუკეთესო დრო როზმარინის ჩაის მისაღებად არის საღამო. უკეთესია ძილის წინ. დღეში 1 ჭიქა ნაყენი დიაბეტის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს და ამასთან აგარიდებთ სხვა დაავადებებსაც, მაგალითად კიბოს.

ნახეთ ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ეს საოცარი მცენარე ჩვენს მახსოვრობაზე.



როზმარინისა და ორეგანოს მიღება შეგიძლიათ დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა იგი ხნიერი ადამიანებისთვის: პირდაპირ ავსებს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით და აღადგენს მახსოვრობას. ასევე როზმარინს იყენებენ კიბოს პროფილაქტიკისთვისაც!

გაუზიარეთ მეგობრებს ეს საინტერესო ინფორმაცია!