თუ თქვენ ღუმელის წმენდას ვერ იტანთ, ეს ხრიკი აუცილებლად შეგიყვარდებათ. ეფექტურია!

თუ თქვენ ღუმელის წმენდას ვერ იტანთ, ეს ხრიკი აუცილებლად შეგიყვარდებათ. ეფექტურია!
გაზქურა - ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ნივთი ჩვენს სამზარეულოში. თითოეულმა დიასახლისმა კარგად იცის, თუ რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული რეგულარულად მისი წმენდა. ეს პროცესი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თანაც სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვაღწევთ. ძალიან სამწუხაროა, არა?

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალზედ მარტივ და იაფ მეთოდს, რომლის გამოყენების შემდეგაც თქვენი გაზქურა სისუფთავისგან იბრწყინებს. ეს საშუალება დაზოგავს თქვენს დროსა და ძალებს.

როგორ გავაპრიალოთ ღუმელი?

თქვენ დაგჭირდებათ:
  • მეოთხედი ჭიქა ცომის საფუარი;
  • 250 მლ ამიაკი;
  • 1 ლიტრი ცხელი წყალი;
  • 2 ცეცხლგამძლე ჭურჭელი.

ინსტრუქცია:

ღუმელის შიდა ზედაპირის წმენდა

  1. გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსამდე.

  2. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი.

  3. მეორე ჭურჭელში ჩაასხით 250 მილილიტრი ამიაკი.

  4. გამორთეთ გაზქურა, როდესაც ის 150 გრადუსამდე გაცხელდება.

  5. შედგით ღუმელში ცხელი წყლითა და ამიაკით სავსე ორივე ჭურჭელი.

  6. დატოვეთ მთელი ღამით.

  7. დილით, გაღვიძებისთანავე გამოიღეთ წყალი და ამიაკი ღუმელიდან.

  8. ამიაკში ჩაამატეთ მცირეოდენი სარეცხი საშუალება.

  9. ჩაალბეთ ღრუბელი ამ ნარევში და შეუდექით გაზქურის კედლების წმენდას.

  10. შეგიძლიათ რკინის ღრუბელის გამოყენებიაც.

ღუმელის მინის წმენდა


  1. მეოთხეთ ჭიქა ცომის საფუარში ჩაამატეთ იმ რაოდენიბით წყალი, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია.

  2. ღრუბელის გამოყენებით წაუსვით მომზადებული მასა ღუმელის მინას.

  3. დატოვეთ 30 წუთით.

  4. გაწმინდეთ მინა უბრალო ქსოვილის ან ღრუბელის გამოყენებით.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ეს ორი მეთოდი იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუვებთ. ღუმელის შიდა ზედაპირის წმენდის დროს აუცილებლად გაანიავეთ სამზარეულო და მაქსიმალურად მოერიდეთ ამიაკის ორთქლის შესუნთქვას.