ბებიების ჯადოსნური რეცეპტი სამზარეულის ჭურჭლის გასარეცხად.
მომხმარებლის თანამედროვე კულტურა გათამამებულია ყოვლისშემძლე დასუფთავების და საწმენდი საშუალებების უზარმაზარი ასორტიმენტით. ჩვენ უბრალოდ შევდივართ მაღაზიაში და ვირჩევთ ჩვენთვის აუცილებელ საშუალებას, რომელიც როგორც წესი სულაც არ ღირს იაფი. ჩვენმა მშობლებმა და ბებიებმა კი ზალიან იაფფასიანი საშუალება იცოდნენ, რომლის გამოსაყენებლადაც მაღაზიაში წასვლაც არ მოგიწევთ ვინაიდან ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში შეგვიძლია მოვიძიოთ სოდა და წყალბადის ზეჟანგი. ამ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ჭურჭლის სარეცხი საშუალების ისეთ რეცეპტს, რომელიც თქვენს ჭურჭელს თავდაპირველ ბზინვარებას დაუბრუნებს.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
სცადეთ გაწმინდოთ ქვაბი ან ტაფა ამ საშუალებით. შედეგით თქვენ აუცილებლად გაოცებული დარჩებით რადგან აქამდე ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ასეთი ძლიერმოქმედი საშუალება ასეთი იაფი შეიძლებოდა ღირებულიყო.
ინგრედიენტები:
- სოდა - 4 ჭ
- წყალბადის ზეჟანგი - 4ჭ
მომზადების და გამოყენების წესი:
- ჩაყარეთ შესაბამისი ზომის მინის ჭურჭელში სოდა და დაასხით მას წყალბადის ზეჟანგი,გადარევისას თქვენ სქელლი ფაფა უნდა მიიღოთ.
- ის ზედაპირი, რომლის გასუფთავებასაც თქვენ ქონისა და ჭუწყისგან ცდილობთ უნდა გახეხოთ მიღებული ნაზავით, შემდეგ გააჩეროთ რამოდენიმე წუთით, გაწმინდოთ სუფთა ტილოთი და გადაავლოთ წყალი.
სცადეთ გაწმინდოთ ქვაბი ან ტაფა ამ საშუალებით. შედეგით თქვენ აუცილებლად გაოცებული დარჩებით რადგან აქამდე ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ასეთი ძლიერმოქმედი საშუალება ასეთი იაფი შეიძლებოდა ღირებულიყო.