ფიტოპრეპარატების მომზადება და რეკომენდებული რეცეპტები
გამომშრალ და დანაწევრებულ ნედლეულს ათავსებენ საგანგებოდ მომზადებულ ჭურჭელში, ასხამენ მდუღარე წყალს, ახურავენ თავსახურს და დგამენ მდუღარე წყლის აბაზანაში. ნაყენი, ნახარში და ჩაი უნდა მიიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. საჭიროებისამებრ, შეიძლება შეთბობაც. თუ პრეპარატის მიღების პირველ დღეებში დისკომფორტი იგრძენით, უმჯობესია, დოზა გაანახევროთ.
რეკომენდებული მცენარეები:
ჟენ-შენი. უმჯობესია 8-10 მცენარის ფესვის გამოყენება. იგი აძლიერებს ორგანიზმში აღგზნება - შეკავების პროცესებს, ზრდის დაავადებებისადმი წინააღმდეგობის უნარს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და გონადოტროპული ეფექტი, აჩქარებს ქსოვილთა აღდგენის პროცესს. ნაყენის მომზადება რეკომენდებულია 70%-იან სპირტზე თანაფარდობით 1:10. უნდა მიიღოთ 15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
კრაზანა. სამკურნალოდ ყვავილობის დროს უნდა შეაგროვოთ მცენარის ზედა ნაწილები, რომლებსაც შარდმდენი და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმს, აუმჯობესებს პროსტატის სისხლით მომარაგებას, სასქესო ჰორმონების, განსაკუთრებით - ანდროგენების გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ზრდის სქესობრივი აღგზნების ხარისხსა და სქესობრივ პოტენციის დროს. ნაყენის მოსამზადებლად ორ სადილის კოვზ კრაზანას დაქუცმაცებულ ყვავილს უნდა დაასხათ ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და ორი საათით დააყენოთ. ქრონიკული პროსტატიტის დროს უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
ჭინჭარი. ჭინჭრის ყვავილობისას დაკრეფილი ფოთლებისგან მომზადებული წამალს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი ეფექტი. იგი აფერხებს ორგანიზმში ტესტოსტერონის დაშლას, რაც აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის ნორმალური მოქმედებისა და სქესობრივი აქტივობისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარის თესლიც. 5 სადილის კოვზ თესლს უნდა დაასხათ ნახევარი ჭიქა პორტვეინი, ადუღოთ 5 წუთი, გააცივოთ და გაწუროთ. მიიღოთ 50 მლ ძილის წინ.