თაფლი და მცენარეები სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.
თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.
თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის მჟავიანობა.

- სისხლნაკლებობის დროს მიიღეთ კულმუხოს ფესვის ნახარში თაფლთან ერთად.
- დაუძლურების დროს აიღეთ: ალოეს ფოთოლი - 150 გრ, თაფლი - 250 გრ, კაგორი - 350 მლ. ნარევი გააჩერეთ 4 - 5 დღე მაცივარში, მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე 30 წთ - ით ადრე 3 -ჯერ დღეში.
- ალოეს ფოთოლი ( 3 -5 წლის ) მოათავსეთ მაცივარში 12 - 14 დღით. დააქუცმაცეთ, დაასხით ადუღებული წყალი თანაფარდობით 1:3, საათი - საათნახევრის შემდეგ გაწურეთ, შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი ( 100გრ სითხეზე აიღეთ 500 გრ, ნიგოზი, 300 გრ თაფლი ). მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
- მიიღეთ ცაცხვის თაფლი ჩაისთან ერთად ( 1 ს/კ 1 ჩ/ჭ - ზე ) გაცივების დროს, ჟოლოსთან ან ვირისტერფასთან ერთად - როგორც ამოსახველებელი საშუალება. 1/2 ჩ/ჭ ჟოლოს ხმელი ფოთლის ნაყენი თაფლთან ერთად შარდმდენი საშუალებაა.
- ჭარხლის წვენი თაფლით 1:1 - ჩაიწვეთეთ ცხვირში 5 - 6 წვეთი სურდოს დროს.
- ქრონიკული რინიტის, სინუსიტის, ბრონქიტების დროს 1 ს/კ თაფლი მოათავსეთ მდუღარე წყალში. გაიკეთეთ ინჰალაციები 15 - 20 წთ. 20 დღის განმავლობაში.
- ქოშინი: 10 ლიმონის წვენი, 10 თავი ნივრის ფაფისებრი მასა და 1 ლ თაფლი. მიიღეთ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 4 ჩ/კ დღეში ( ნელა დაღეჭეთ ).
- თავის სისხლძარღვების სკლეროზი: მიიღეთ 1 ს/კ ხახვისა და თაფლის ნარევი ჭამამდე ერთი საათით ადრე 3 თვის განმავლობაში 2 - კვირიანი შესვენებებით.
- გულის კუნთის სისუსტე: 1/2 ჩ/ჭ ასკილის ნაყენი 1 ს/კ თაფლით.
- ჰიპერტონია: ჭარხლის წვენი თაფლით 1:1 - მიიღეთ 1 ს/კ 4 - 5 - ჯერ დღეში ან სტაფილოს, პირშუშხას, ლიმონის, ჭარხლის წვენები თაფლით 1:1 - 1 ს/კ ან 1 ჩ/კ ჭამამდე 1 საათით ადრე 3 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1,5 - 2 თვე.
- ფეხების სისხლძარღვების დაავადებები, იშემია: 350 გრ თაფლი და 250 გრ ნიორი დააყენეთ 7 დღის განმავლობაში. მიიღეთ ჭამამდე 40 წთ - ით ადრე 1 ს/კ 1 - 2 თვის განმავლობაში.