თუ პირის ღრუში წყლულები გაგიჩნდათ, ხალხურ მედიცინაში ამ წყლულების წამალიც მოიპოვება
ზოგჯერ პირის ღრუს ლორწოვანი წყლულდება, იფარება სითხიანი ბუშტუკებით, რაც ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. დროდადრო ბუშტუკები სკდება და ენაზე წყლულები ჩნდება, რომლებიც წყლის მიმართაც კი მგრძნობიარეა. მდგომარეობა ძალიან წააგავს სტომატიტს, მაგრამ მისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული მოსაზრებით, ის ზოგიერთ დაავადებას ახლავს თან. ხალხურ მედიცინაში ამ წყლულების წამალიც მოიპოვება.
- ჭიქაში - სასურველია, იყოს კერამიკული და სქელკედლიანი - ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი კრაზანა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული 1 საათით. როდესაც ნაყენი ლამაზ მოწითალო ფერს მიიღებს, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.
- 1 სადილის კოვზი გულყვითელა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელშიდა დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა წყალი, ადუღეთ 10 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნახარში გამოივლეთ პირის ღრუში.
- პირი ღრუში დღეში რამდენჯერმე გამოისვით ნატურალური თაფლი.ეს ხერხი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესი ეს-ესაა დაიწყო და პირის ღრუში მხოლოდ თითო-ოროლა ბუშტუკია.
- კარგია ახალგამოწურული კომბოსტოს წვენიც. გამოწურეთ, გააზავეთ იმავე ოდენობის თბილი ანადუღარი წყლით და დროდადრო გამოივლეთ პირის ღრუში.
პირში უსიამოვნო სუნი რომ არ გვქონდეს - აიღეთ 1 სუფრის კოვზი რომელიმე ბალახი და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და გამოივლეთ.
- აიღეთ 3 სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 2 საათი. გამოივლეთ პირში დღეში სამჯერ ღრძილების გასამაგრებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
თუ კბილი ამოგიღეს, ხსნარი სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს. ამ დროს კარგია ანტისეპტიკური ხსნარები: კრაზანას, გვირილის, ვარდის ფურცლების, მწვანე ჩაის ნაყენი. ივლეთ 2-3 დღე.