პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს შესანიშნავ შედეგს იძლევა ნატურალური რეცეპტები!
პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს შესანიშნავ შედეგს იძლევა ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული რეცეპტები, რომლის გამოყენების შემდეგ თავადვე დარწმუნდებით.
პირის ღრუს ანთებითის პროცესების დროს:
პირის ღრუს ანთებითის პროცესების დროს:
- ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა უზმოზე მიიღეთ უშაქროდ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 20 დღის განმავლობაში.
- დააქუცმაცეთ უმწიფარი თუთის ნაყოფი იმდენი, რომ ორი სუფრის კოვზი გამოვიდეს. ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ გაწურეთ. გამოივლეთ პირის ღრუში, დღეში რამდენჯერმე. იგი უებარი საშუალებაა პირის ღრუს ანთებითი პროცესის დროს.
- ღრძილებიდან სისხლის დენის დროს, შეგიძლიათ ოჯახურ პირობებში გააკეთოთ შემდეგი სახის წამალი: 2 სუფრის კოვზი შაბი გააცხელეთ ტაფაზე ისე, რომ კარგად დანახშირდეს. შემდეგ დაფქვით და გაცერით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლილა, აურიეთ კარგად და შეიზილეთ ჭამის შემდეგ ღრძილებში, დილა - საღამოს.
- ხალხურ მედიცინაში დიდი გამოყენება აქვს კომბოსტოს მწნილს. მის ღეჭვას ურჩევენ მას, ვისაც ღრძილების ანთება აწუხებს. კარგია აგრეთვე კომბოსტოს მწნილის წვენის პირში გამოვლებაც.
- თუ ღრძილები შესივებულია და ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, გვირჩევენ ღრძილის არეში გათლილი კარტოფილის თხელი ფირფიტა დავიდოთ.
უმი კომბოსტოს სისტემატური ღეჭვაც ამაგრებს ღრძილებს. - გვირილის ფოთლები, ან 1 სუფრის კოვზი ჩაი ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, წამოადუღეთ და ჩაუმატეთ ¼ ჩაის კოვზი თეთრი შაბი. გააცივეთ, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში, დღეში რამდენჯერმე. უხდება პირის ღრუსა და ღრძილების ანთებით პროცესს.
- ერთი სუფრის კოვზ მარილს შეურიეთ 30 გრ შაბი, დაასხით 100 გრ ღვინის ძმარი, 250 გრ არაყი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5 – 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 3 – 4- ჯერ, ჭამის შემდეგ ( არ ჩაყლაპოთ ).
- 10 გრ არყის გამხმარ ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ 15 წუთი. შეაგრილეთ, გაწურეთ და შეავსეთ წყლით 200 მლ - მდე. ღრძილების ანთებისას, ნახარში რამდენჯერმე გამოივლეთ პირის ღრუში.
- ღრძილების გასამაგრებლად ყოველდღე ერთი უმი კარტოფილი მიირთვით. ასევე კარგია დღის განმავლობაში ცვილის ღეჭვა.
ღრძილების ანთების და სტომატიტის დროს - კარგია სტაფილოს წვენის გამოვლება პირის ღრუში.